"იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ..." - რას აცხადებს აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი?
19-09-2021
"იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ..." - რას აცხადებს აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი?
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ანტონი ფაუჩის განცხადებით, "იმედია პანდემია დასრულდება გაზაფხულისთვის, მაგრამ დელტა ვარიანტის შემდეგ "არანაირი გარანტია" არ არსებობს. ამის შესახებ მან "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, სამი დოზა განიხილება, როგორც აუცილებელი Covid-19– ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის".

"მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, სწორი რეჟიმი იქნება მესამე დოზა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბავშვებს ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მ
ესამე დოზა.

"ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ფაუჩიმ.

რაც შეეხება იმას თუ, როდის დასრულდება პანდემია. ფაუჩის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პანდემია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ დასძენს:

"ეს არის მხოლოდ იმედი, ეს არის მისწრაფება, მოხდება თუ არა, ვნახოთ".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები