გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება - კვირის პალიტრა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

ინგლისში, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება.

The Guardian-ის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.

12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ.

"ინტერპრესნიუსი"