შეიარაღებული თავდასხმა რუსეთში უნივერსიტეტზე - არიან გარდაცვლილები, სტუდენტთა ნაწილმა ფანჯრიდან გადმოხტომით უშველა თავს (+ვიდეო) - კვირის პალიტრა

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთში უნივერსიტეტზე - არიან გარდაცვლილები, სტუდენტთა ნაწილმა ფანჯრიდან გადმოხტომით უშველა თავს (+ვიდეო)

რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი.

BBC-ის ცნობით, სტუდენტთა ნაწილი ფანჯრიდან გადმოხტა და თავს ასე უშველა.

ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაჭრილი და დაშავებული.

რუსი სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. გამომძიებელთა ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.

წყარო