"რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები მეგობრული და მჭიდროა. გვჯერა, სამმხრივი შეთანხმებების შესრულება უზრუნველყოფს ქვეყნისა და ამიერკავკასიის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას" - კვირის პალიტრა

"რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები მეგობრული და მჭიდროა. გვჯერა, სამმხრივი შეთანხმებების შესრულება უზრუნველყოფს ქვეყნისა და ამიერკავკასიის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას"

"რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები მეგობრული და მჭიდროა. მჭიდრო თანამშრომლობა დამყარებულია ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვადასხვა სექტორში", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.

"დღეს სომხეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ ნოემბრისა და იანვრის სამმხრივი შეთანხმებების უმაღლეს დონეზე თანმიმდევრული განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყნისა და ამიერკავკასიის რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ განვითარებას", - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, სომხეთში დღეს დამოუკიდებლობის აღნიშნავენ.