გერმანიაში მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა - სამართალდამცველებმა იგი დააკავეს - კვირის პალიტრა

გერმანიაში მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა - სამართალდამცველებმა იგი დააკავეს

გერმანიაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტობუსის ორი მძღოლი მძევლად აიყვანა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული პირი ეროვნებით სერბია.

მძევლების აყვანას წინ უძღოდა დაპირისპირება მგზავრების მონაწილეობით, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირება სახიფათო სიტუაციაში გადაიზარდა.

უცნობია, იყო თუ არა მამაკაცი შეიარაღებული. სამართალდამცავებს ავტობუსში იარაღი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.