"რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს" - რას წერს რუსული მედია
"რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს" - რას წერს რუსული მედია
რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც" ბეტა" და "დელტა" შტამების შერწყმის შედეგად წარმოიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს.

ბიოლოგების განცხადებით, ზაფხულის დასაწყისში რუსეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება დაიწყო, რომლის გენომშიც "ბეტა" და "დელტა" ვარიანტების მუტაციების შერწყმა აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ეს სახეობა თებერვლიდან გამოჩნდა და მისი გავრცელება აქტიურ ფაზაში ზაფხულის დასაწყისში შევიდა.

"კორონავირუსის ეს სახეობა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა, თუმცა მისი
აქტიურად გავრცელება მაის-ივნისის თვეში დაიწყო. ახალი შტამის გენომში, უამრავი მუტაციაა, რომლებიც მახასიათებლებით, გავრცელების ტემპითა და ვაქცინების მიმართ მდგრადობით სწორედ "ბეტა" და "დელტა" შტამებს წააგავს", - წერენ მკვლევრები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები