"რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს" - რას წერს რუსული მედია - კვირის პალიტრა

"რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს" - რას წერს რუსული მედია

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც" ბეტა" და "დელტა" შტამების შერწყმის შედეგად წარმოიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს.

ბიოლოგების განცხადებით, ზაფხულის დასაწყისში რუსეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება დაიწყო, რომლის გენომშიც "ბეტა" და "დელტა" ვარიანტების მუტაციების შერწყმა აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ეს სახეობა თებერვლიდან გამოჩნდა და მისი გავრცელება აქტიურ ფაზაში ზაფხულის დასაწყისში შევიდა.

"კორონავირუსის ეს სახეობა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა, თუმცა მისი აქტიურად გავრცელება მაის-ივნისის თვეში დაიწყო. ახალი შტამის გენომში, უამრავი მუტაციაა, რომლებიც მახასიათებლებით, გავრცელების ტემპითა და ვაქცინების მიმართ მდგრადობით სწორედ "ბეტა" და "დელტა" შტამებს წააგავს", - წერენ მკვლევრები.