ვერავინ გადარჩა თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა
ვერავინ გადარჩა თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა
წინასწარი მონაცემებით, ან-26 ტიპის თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენელმა განუცხადა.

მანამდე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები