"ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება"
"ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება"
მოძრაობა "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერის, მულა ნურადინ ტურაბის თქმით, ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება. მოძრაობის ლიდერმა ამის შესახებ "ასოშიეთედ პრესს" განუცხადა.

"ჩვენ ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი ყურანზე იქნება დაფუძნებული", – განაცხადა მან.

მულა ნურადინ ტურაბის თქმით, მსგავსი მკაცრი სასჯელები უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. გამოცემა
წერს, რომ "თალიბანმა" ცოტა ხნის წინ მცირე მასშტაბის ქურდობაზე წლების წინ არსებული წესი აღადგინა, რომელიც მძარცველის საჯაროდ შერცხვენას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები