იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა

იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაშველებმა 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, 5400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა.

ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებდა, რადგან ქარის სიჩქარე წამში 40-70 მეტრს აღწევდა, ჰაერის ტემპერატურა კი, -20 გრადუსი იყო.