ჯოზეფ ბორელმა და სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს
ჯოზეფ ბორელმა და სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები განიხილეს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება.

"უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებული ზოგიერთი გამოწვევა განიხილა. უთანხმოება რჩება, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხში,
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე კიბერ, დეზინფორმაციასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით,"- აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები