სამხედრო ოპერაცია "ცუნამი" - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს
სამხედრო ოპერაცია "ცუნამი" - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს
სამხედრო ოპერაცია "ცუნამი", ძროხა და ბრინჯი აცრის სანაცვლოდ - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს

2020 წლის 11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. მას შემ­დეგ არა­ერ­თი ტალ­ღა გა­მო­ვი­ა­რეთ - ზოგი ნაკ­ლე­ბად ძლი­ე­რი, ზო­გიც ძა­ლი­ან მძლავ­რი, ისე­თი, ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ წაგ­ვარ­თვა, ხან ცი­ცა­ბო­ებ­ზე ვი­ა­რეთ, ხა­ნაც დამ­რე­ცებ­ზე, პლა­ტოს­კენ და­ვეშ­ვით, გა­ვი­ვა­კეთ...

ვირუ­სის ტალ­ღებს, ერთ წრე­ზე სი­ა­რულს ბოლო არ უჩანს. კა­რან­ტი­ნი, PCR ტეს­ტი, სწრა­ფი ტეს­ტი, იზო­ლა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი
დის­ტან­ცია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა.

პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა, ძვე­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ისაა, რა­ზეც მსოფ­ლი­ოს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბობს. მისი დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვაქ­ცი­ნა­ცი­აა, რად­გა­ნაც ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცთუ ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. 23 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლად
ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 25,9%.

ვნა­ხოთ 10 ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია (შე­ნიშ­ვნა: სრუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის)

პორ­ტუ­გა­ლია - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 84%
გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 83%
მალ­ტა - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 83%
სინ­გა­პუ­რი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 80%
ყა­ტა­რი - ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 78%
ეს­პა­ნე­თი - ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 77%
ის­ლან­დია - ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 76%
და­ნია - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 75%
ჩილე - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 74%
ჩი­ნე­თი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 73%

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რად ის­რა­ელ­ში და­ი­წყო და სხვე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 62%.

აშშ-ში მო­სახ­ლე­ო­ბის 54%-ს აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ორი დოზა მი­ღე­ბუ­ლი, კა­ნა­და­ში - 70%-ს, რუ­სეთ­ში მხო­ლოდ - 28%-ს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 65%-ს, საფ­რან­გეთ­ში - 64%-ს, იტა­ლი­ა­ში აც­რი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 66%%.

პორ­ტუ­გა­ლი­ის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი - გა­მარ­თულ ლო­ჯის­ტი­კას + მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბა

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბი­ნა არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ან ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, არა­მედ იმ სამ­ხედ­რო პი­რის­თვის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი იყო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თე­ბერ­ვლი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამი და­ნა­ყო­ფის გუნდთან ერ­თად, სა­ზღვაო ოფი­ცერ­მა, ენ­რი­კე ჟუ­ვე­ნია მე­ლომ აიღო და რა თქმა უნდა, ის მე­დი­კო­სებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

60 წლის ენ­რი­კე მელო დღეს პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა გმი­რია. მისი ცნო­ბა პირ­ბა­დე­შიც მარ­ტი­ვია - ცის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი, ჭა­ღა­რა თმით, 193 სმ სი­მაღ­ლის მა­მა­კა­ცი ხში­რად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მას ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბი აჩე­რე­ბენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­ან.

"ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ოც­რად კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან, მაგ­რამ მე მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­წი­ლი ვარ ამ საქ­მის. სამ­ხედ­რო­ე­ბი მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბას, ისი­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბულ­ნი არი­ან და აქვთ ლო­ჯის­ტი­კის კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნა­რი. რო­გორც წესი, ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი არი­ან მი­სი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­ლომ და გან­მარ­ტა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას ისი­ნი უყუ­რებ­დნენ, რო­გორც საბ­რძო­ლო მი­სი­ას.

მე­ლოს მიდ­გო­მა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო დის­ციპ­ლი­ნა­ზე. მისი პირ­და­პი­რო­ბა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კე­თილ­გან­წყო­ბი­თა და ნდო­ბით ავ­სებ­და. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები