კიმ ჩენ ინის დის დიპლომატია - "აღარ არის საჭირო სიტყვების ომში მონაწილეობა"
კიმ ჩენ ინის დის დიპლომატია -  "აღარ არის საჭირო სიტყვების ომში მონაწილეობა"
ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის და აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა კო­რე­უ­ლი სა­მი­ტი შედ­გეს, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა THE Guardian იუ­წყე­ბა.

კიმ იო ჯონ­გის გან­ცხა­დე­ბით სა­მი­ტი და დის­კუ­სი­ე­ბი ომის და­სას­რუ­ლებ­ლად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის შე­დე­გად შე­საძ­ლოა ახლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­ნიშ­ნოს.

"აღარ არის სა­ჭი­რო ჩრდი­ლო­ეთ­სა და სამ­ხრეთს შო­რის ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ში დრო­ის კარ­გვა და სი­ტყვე­ბის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნა კიმ ჩენ ინის დამ.

კიმ
იო ჯონ­გმა 24 სექ­ტემ­ბერს სე­ულს მო­უ­წო­და, შე­ე­წყვი­ტა ფხე­ნი­ა­ნის მი­მართ მისი "მტრუ­ლი პო­ლი­ტი­კა". იქამ­დე კი, სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა მუნ ჯე ინმა ჩრდი­ლო­ეთ­თან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­რუ­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ჩრდი­ლო­ეთ­სა და სამ­ხრეთს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია აშშ-სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას შო­რის გა­მარ­თუ­ლი ჰა­ნო­ის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 2019 წელს გა­წყდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები