აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მზად არის სომხეთის პრემიერ - მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მზად არის სომხეთის პრემიერ - მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მზად არის სომხეთის პრემიერ - მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი შეხვედრას ორგანიზებას მინსკის ჯგუფი გაუწევს.

"მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ვარ, არასოდეს გამიმართავს სატელეფონო საუბრები სომხეთის არც ერთ ლიდერთან. ეს არ არის ყველაზე სწორი საშუალება. თუმცა, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები თუკი შემოგვთავაზებენ ასეთ შეხვედრას, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიქნებით“, - განუცხადა ალიევმა ფრანგულ ტელეკომპანიას "France 24“.

მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების
შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ორი ქვეყნის ლიდერებს პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ ერთხელ - სამმხრივი მოლაპარაკებების დროს, რომელიც წელს რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართა.

"ჩემი მიზანი იყო ომის შემდგომი განვითარება. შეხვედრის სხვა შესაძლებლობა არ გვქონია: ალბათ, პანდემიის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით“, - განაცხადა ალიევმა.

მისი
თქმით, მისი ქვეყანა არასოდეს გაურბოდა შეხვედრებს უმაღლეს დონეზე - არც ბოლო სამხედრო წინააღმდეგობამდე და არც მას შემდეგ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კონტაქტების დროს შეიძლება მოიძებნოს მრავალ კითხვაზე პასუხი, რომლებიც ორივე მხარეს გაუჩნდება“ , - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები