მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - არიან გარდაცვლილები - კვირის პალიტრა

მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - არიან გარდაცვლილები

იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ოფიციალური მონაცემებით, თვითმფრინავი, რომელიც მილანის აეროპორტიდან აფრინდა, სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი.

თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ცარიელი იყო.

მათივე თქმით, შეჯახების შედეგად, ირგვლივ მდგარი რამდენიმე ავტომანქანაც დაიწვა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.