"მძღოლმა წვიმიანი ამინდის გამო სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, მოლიპულ გზაზე ამოტრიალდა" - ავარიას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

"მძღოლმა წვიმიანი ამინდის გამო სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, მოლიპულ გზაზე ამოტრიალდა" - ავარიას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად, რომლშიც თანამდებობის პირები ისხდნენ და პარტიის შეკრებაზე მიემგზავრებოდნენ, ორი ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

"სამგზავრო ავტობუსი, რომლის მძღოლმა წვიმიანი ამინდის გამო სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, მოლიპულ გზაზე ამოტრიალდა", - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში.

ავარია თურქეთის შავიზღვისპირა რაიონში ბართინსა და ზონგულდაკს შორის ავტომაგისტრალზე მოხდა.

ბართინის გუბერნატორის ინფორმაციით, ავტობუსში 21 ადამიანი იყო, რომელტა შორის არიან პროვინციის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ადგილობრივი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მიემგზავრებოდნენ.

ავარიის შედეგად, ბართინის მერის მოადგილე აჰმეთ ქემეჩი და პარტიის წევრი მურათ სევილმიში ადგილზე დაიღუპნენ. 19 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ბართინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამ მათგანს ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულთა შორის არის ბართინის მერი ჯემალ აქინი.