კარიკატურისტი, რომელმაც მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კარიკატურისტი, რომელმაც მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

შვედი კარიკატურისტი ლარს ვილკსი, რომელმაც მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ლარს ვილკსი პოლიციელებთან ერთად გადაადგილდებოდა, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა ორი პოლიციელი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ 75 წლის ვილკსი პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც მუჰამედის კარიკატურის შექმნის გამო სიკვდილით ემუქრებოდნენ.

2007 წელს გამოქვეყნებულ კარიკატურაში ლარს ვილკსმა მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის თავი ძაღლის სხეულზე დაახატა. აღნიშნულმა ფაქტმა მუსლიმების პროტესტი გამოიწვია და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რეინფელდტი 22 მუსლიმი ქვეყნის ელჩებს შეხვდა. დაჯგუფება "ალ-ქაიდას" კარიკატურისტის მკვლელობისთვის ჯილდოს სახით 100 000 აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.