რატომ გაითიშა Facebook: "ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას" - კვირის პალიტრა

რატომ გაითიშა Facebook: "ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას"

კომპანია Facebook-ი სოციალურ ქსელებზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ქსელი ნორმალურ მდგომარეობაში.

"ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Facebook-ი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.

Facebook, Instagram და WhatsApp რამდენიმე საათია გათიშულია. როგორც ცნობილია, სამივე აპლიკაციას სწორედ Facebook-ი ფლობს. Downdetector-ი, საიტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ვებსაიტსა და სერვისებს, იუწყება, რომ აღნიშნული სოციალური ქსელები მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია გათიშული.