მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის - კვირის პალიტრა

მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის – ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.

ცნობისათვის, Facebook, WhatsApp და Instagram თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იყო გათიშული.