"Facebook-ი აზიანებს ბავშვებს, ზრდის საზოგადოების დაყოფას და დიდ ზიანს აყენებს დემოკრატიას" - კვირის პალიტრა

"Facebook-ი აზიანებს ბავშვებს, ზრდის საზოგადოების დაყოფას და დიდ ზიანს აყენებს დემოკრატიას"

Facebook-ის პროდუქტის ყოფილი მენეჯერი ფრენსის ჰოგენი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოვიდა და კომპანიის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

"Facebook აზიანებს ბავშვებს, ზრდის საზოგადოების დაყოფას და ასევე დიდ ზიანს აყენებს დემოკრატიას", - განაცხადა მან.

ჰოგენმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები რისკის შემცველია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს.

"ისინი უზარმაზარ მოგებას ხალხის ინტერესებზე წინ აყენებენ. მოდით განვმარტოთ: ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ დღეს აქ ვართ იმის გამო, რომ Facebook- მა ეს არჩევანი მიზანმიმართულად გააკეთა. Facebook შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს თავისთავად არ მოხდება. მე მჯერა, რომ დრო კიდევ არის და ახლა უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა მან.

ჰოგენმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში ხშირად იყო გასაკეთებელი არჩევანი უსაფრთხოებასა და სარგებელს შორის და Facebook-ის მმართველები ყოველთვის ფინანსურ სარგებელს ამჯობინებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"