9 კარისკაცი მოკლეს ისლამისტებმა მალიში - კვირის პალიტრა

9 კარისკაცი მოკლეს ისლამისტებმა მალიში

ისლამისტმა მებრძოლებმა მალიში მინიმუმ 9 ჯარისკაცი მოკლეს, 11 კი - დაჭრეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თავდასხმა მოპტის რეგიონში, ქალაქების, კოროსა და ბანდიაგრას შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და 15 ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს.

მალელი ჯარისკაცები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერი ფრანგული ძალები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები, ცენტრალურ და ჩრდილოეთ მალიში ბოევიკების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან.