თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა - კვირის პალიტრა

თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა

თურქმა სამართალდამცავებმა ანკარაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი.

ცნობისათვის, 2014 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "ისლამური სახელმწიფო" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.