ავღანეთში შიიტების მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავღანეთში შიიტების მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

"ჩვენი შიიტი თანამემამულეების მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არაერთი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და დაიჭრა,"- წერს ზაბიჰულა მუჯაჰიდი "ტვიტერზე".

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულია ათობით ადამიანი.

ბოლო კვირების განმავლობაში ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მათ შორის ერთი ქაბულის მეჩეთზე. ზოგიერთ მათგანზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.