რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

რუსეთში, ქალაქ მენზელსინკში, "L-410" ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის წყაროს ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვის დროით 09:11 საათზე ჩამოვარდა, რა დროისთვისაც ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

"ოთხი ადამიანი სახანძრო და სამაშველო ჯგუფებმა გადაარჩინეს, მუშაობა გრძელდება. ჯამში შვიდი ადამიანია გადარჩენილი", - აცხადებს წყარო.

სამინისტროს ინფორმაციით, 16 ადამიანის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ბორტზე მყოფი 23 ადამიანიდან 21 პარაშუტისტი იყო. მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

"ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული, თვითმფრინავის ნახევრად დანგრეულ ნაწილზე წვდომა შეფერხებულია",- აღნიშნა რუსული მედია სააგენტოს წყარომ.

"ინტერპრესნიუსი"