"კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ"

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებს შეუძლიათ იზეიმონ ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ.

"უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ნაადრევად არ გამოვაცხადოთ,"- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი არავაქცინირებულია.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს დაახლოებით 68 მილიონი ადამიანი, რომლებსაც არ გაუკეთებიათ აცრა. თუ არ ხართ აცრილი, დაფიქრდით იმაზე, რომ ვაქცინაციით იცავთ საკუთარ თავს, თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს და საზოგადოებას,"- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

კითხვაზე, როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა შემთხვევების კიდევ უფრო შემცირება.

"შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დაინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 95 000-ია. ეს ჯერ კიდევ მაღალია. გვსურს კიდევ უფრო შემცირება. ვგულისხმობ, რომ 10 000-ს ჩამოსცდეს, ბევრად დაბლაც კი,"- აღნიშნა ფაუჩიმ.

"ინტერპრესნიუსი"