სირიის ქალაქ აფრინში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სირიის ქალაქ აფრინში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, - ამის Reuters-ი ავრცელებს.

ქალაქი აფრინი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარეობს, რომელსაც თურქეთი და სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.

სირიის ჩრდილოეთში მანამდე მომხდარ აფეთქებებში თურქეთმა სირიელი ქურთების დაჯგუფება "სახალხო დაცვის შენაერთები" დაადანაშაულა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" დაკავშირებულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თავის მხრივ, "სახალხო დაცვის შენაერთები" თურქეთს ოკუპანტ ძალად განიხილავენ.