ჩინეთში წყალდიდობას 28 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ჩინეთში წყალდიდობას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას "ასოშიეთიდ პრესი" ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 13 ადამიანი ადიდებულ მდინარეში ავტობუსის გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა ხებეის პროვინციის დედაქალაქ შიძიაჯუანთან მოხდა. ავტობუსის მძღოლმა არ გაითვალისწინა აკრძალვა და ხიდი გადაკვეთა, რომელიც თითქმის მთლიანად წყლით იყო დაფარული. 15 ადამიანი კი შანსის პროვინციაში დაიღუპა, სადაც წყალდიდობის გამო ეკონომიკას 5 მილიარდ იუანზე მეტი (770 მილიონი აშშ დოლარი) პირდაპირი ზარალი მიადგა. პროვინციაში შენობები დაინგრა და 120 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.