რუსეთის დუმის სპიკერად ვიაჩესლავ ვოლოდინი აირჩიეს - კვირის პალიტრა

რუსეთის დუმის სპიკერად ვიაჩესლავ ვოლოდინი აირჩიეს

"რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერად ვიაჩესლავ ვოლოდინი აირჩიეს", - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსმა დეპუტატებმა შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, პარლამენტის ქვედა პალატის პირველ სხდომაზე მიიღეს.

ვიაჩესლავ ვოლოდინის კანდიდატურას 360-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, "კომუნისტური პარტიის" მიერ წაყენებულ დმიტრი ნოვიკოვის კანდიდატურას კი - 61-მა.

ვოლოდინს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის თანამდებობდა 2016 წლის ოქტომბრიდან უკავია.