მამაკაცი, რომელმაც ნორვეგიაში მშვილდ-ისრით 5 ადამიანი მოკლა, დაკავებულია - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელმაც ნორვეგიაში მშვილდ-ისრით 5 ადამიანი მოკლა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ნორვეგიაში მშვილდ-ისრით 5 ადამიანი მოკლა, 2 კი - დაჭრა, დაკავებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ქალაქ დრამენის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მარტო მოქმედებდა.

"პოლიცია გამოიძიებს, იყო თუ არა ეს თავდასხმა ტერორისტული აქტი,"- განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა.

მომხდარს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ერნა სოლბერგიც გამოეხმაურა და თავზარდამცემი უწოდა.

"მესმის, რომ ბევრი ადამიანი შეშინებულია, მაგრამ აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, თავდასხმა გუშინ, ქალაქ კონგსბერგში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოქალაქეებს მშვილდ-ისრით დაესხა თავს. პოლიცია იძიებს, გამოიყენა თუ არა მან სხვა იარაღიც.