"თალიბანის" დელეგაცია მოსკოვში ჩასვლას გეგმავს - კვირის პალიტრა

"თალიბანის" დელეგაცია მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

"თალიბანის" დელეგაცია მომავალ კვირაში მოსკოვში ჩავა და ავღანეთის საკითხებზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

"მომავალ კვირაში მოსკოვში მოძრაობა "თალიბანის" დელეგაციას ველოდებით, რათა მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის საკითხებზე მოსკოვის ფორმატის კონსულტაციებში", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ცნობისათვის, კონსულტაციების გამართვა 20 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ე.წ. მოსკოვის ფორმატი რუსეთის, ავღანეთის, ინდოეთის, ირანის, ჩინეთისა და პაკისტანის სპეციალური წარმომადგენლების ექვსმხრივი კონსულტაციის მექანიზმის საფუძველზე 2017 წელს შეიქმნა.