16 ადამიანი ემსხვერპლა და 32 დაშავდა - ავღანეთში მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

16 ადამიანი ემსხვერპლა და 32 დაშავდა - ავღანეთში მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა და 32 დაშავდა. გამოცემა წერს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გასულ პარასკევს ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.