"უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა" - რას აცხადებს პესკოვი - კვირის პალიტრა

"უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა" - რას აცხადებს პესკოვი

რუსეთს არ შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინის და ნატოს დაახლოებას, მაგრამ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა შედეგების მინიმიზებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის ტელეარხის "რასია 1"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ არ შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ და ეს შეუძლებელიც არის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ნაბიჯების მინიმალიზება ჩვენი ქვეყნისთვის. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა“ , - განაცხადა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"