მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია - კვირის პალიტრა

მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ინფორმაციას ამერიკის ბერძნული მართლმდადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ეპარქია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე უწმინდესმა თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.

ექიმმა პატრიარქზე დაკვირვების მიზნით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ღამე საავადმყოფოში გაატარა. მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

"ინტერპრესნიუსი"