ევროპის მედიკამენტების სააგენტომ "მოდერნას" ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრას მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ "მოდერნას" ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრას მხარი დაუჭირა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ "მოდერნას" ვაქცინის "ბუსტერ" დოზის აცრის რეკომენდაცია გასცა.

"ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ შპიკევახ-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზის მიღება შეიძლება განიხილებოდეს 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს.

ცნობისათვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 18 წლის ასაკიდან პირების "ფაიზერის" ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრის რეკომენდაცია ოქტომბრის დასაწყისში გასცა. ამასთან, უწყების რეკომენდაციით, "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინების დამატებითი დოზებით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები უნდა აცრან.