როგორ გამოიყურება ვლადიმირ პუტინის მილიონიანი იახტების კოლექცია - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება ვლადიმირ პუტინის მილიონიანი იახტების კოლექცია

როგორ გამოიყურება ვლადიმირ პუტინის მილიონიანი იახტების კოლექცია

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი 1999 წლიდან 2008 წლამდე რვა წლის განმავლობაში ეკავა. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, მომდევნო არჩევნებზე რუსეთის მოსახლეობამ ქვეყნის პირველ პირად იგი კვლავ აირჩია.

დღეს ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ პოლიტიკოსთა სიის ლიდერია. ცნობილია, რომ მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსი საოცარ სიმდიდრეში ცხოვრობს. მას უამრავი ჰობი აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი სუპერ იახტების კოლექციაა, რომლის ჯამური ღირებულება 125 მილიონ დოლარს შეადგენს.

The Graceful

კოლექციის პირველი იახტა არის The Graceful. თეთრი ფერის სუპერ იახტა, რომლის სიგრძე 72 მეტრი და მოცულობა 2685 ტონაა, 2014 წელს Blom and Voss-ის მიერ აშენდა. სუპერ იახტას აქვს ექვსი სტუმრის კაბინა, სადაც 12 ადამიანი ეტევა და შვიდი ეკიპაჟის სალონი, რომელიც 14 ადამიანს იტევს.

იახტას აქვს აუზი, რომელიც ღილაკზე დაჭერით შეიძლება საცეკვაო მოედნად გადაიქცეს. მისი ფასი 100 მილიონი დოლარია. მოვლა კი წელიწადში 5-დან 10 მილიონ დოლარამდე ღირს.

The Olympia

პუტინის ყველაზე საყვარელი იახტა 57 მეტრის სიგრძის Oლყმპია არის. 2002 წელს დაპროექტებული და აშენებული იახტა Fეადსჰიპ გემთმშენებელ ქარხანაშია შექმნილი. It Boat-ის თანახმად, ოლიმპიას აქვს 16 სიჩქარე. მისი ფასი 50 მილიონი დოლარია და შეუძლია უმასპინძლოს 10 სტუმარს ეკიპაჟის 16 წევრთან ერთად. სუპერიახტას აქვს საპრეზიდენტო სალონი, რომელიც ცალკე დონეზეა განთავსებული. ასევე აქვს ჯაკუზი და ბარი. გააგრძელეთ კითხვა