"სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - მზად ვართ თურქეთთან ურთიერთობების დასაწყებად" - კვირის პალიტრა

"სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - მზად ვართ თურქეთთან ურთიერთობების დასაწყებად"

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობა თურქეთთან, რათა ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განვიხილოთ", - ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი ამ პროცესის განვითარების საკითხს რუს კოლეგებთან ერთად განიხილავს.

"ჩვენ ვმსჯელობთ რუს კოლეგებთან, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი წინ წავიდეს. უფრო პროდუქტიული იქნება, თუ ამ პროცესებს დავიწყებთ, რადგან როგორც ჩვენ, ასევე თურქულმა მხარემ აღვნიშნეთ, რომ არსებობს დადებითი სიგნალები", - განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

"ინტეპრესნიუსი"