"სირიის პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა" - კვირის პალიტრა

"სირიის პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა"

"სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, ამერიკა ქვეყნის ლიდერის რანგში ასადს აღარ განიხილავს. "თუკი ვინმე, მათ შორის პრეზიდენტი ასადი, ფიქრობს, რომ ამერიკაში ვინმე მხარს უჭერს სირიაში ამ რეჟიმისა და რეპრესიების შენარჩუნებას, ძალიან შემცდარა", - აცხადებს ქალბატონი კლინტონი.

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომიტინგეები აშშ-ის საელჩოში შეცვივდნენ, მინები ჩაამსხვრიეს და აშშ-ის ელჩს "ძაღლი" უწოდეს. ასევე, იყო საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმის მცდელობაც. სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

"ნიუ ევროპა", ბელგია