ბაქო ყარაბაღულ ხაფანგს უფრთხის - კვირის პალიტრა

ბაქო ყარაბაღულ ხაფანგს უფრთხის

რამდენიმე დღის წინ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები სატელეფონო საუბარში შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზებს. ამავე თემაზე ისაუბრებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ვითარება ყარაბაღთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ყაზახეთში დაპირისპირებულ მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრის დროს ამ მიმართულებით თითქოს გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგათ, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვი მაინც შეეცადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ხელი მოეწერათ დებულებაზე შეთანხმების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირადად მისწერა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს. დღეს ყველას აღელვებს, რას სთავაზობს მოსკოვი ამ ქვეყნებს მოლაპარაკების ჩიხიდან გამოსაყვანად. მოსკოვის წინადადებები ბაქოში ოფიციალურად არავის განუხილავს, თუმცა ექსპერტების ვარაუდი ცნობილი გახდა. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს ხელს აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მოწესრიგება, თუმცა, იმის ნაცვლად, სომხეთისთვის მიეთითებინა, რუსეთში გადაწყვიტეს, რომ მოსკოვის, პარიზისა და ვაშინგტონის ძალისხმევით, აზერბაიჯანს ხაფანგში შეიტყუებდნენ - დოკუმენტში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მომავალი აღიარების მარცვალს ჩააგდებდნენ. ბაქო ამას არასდროს დაჰყაბულდება. სანაცვლოდ ის სთავაზობს აზერბაიჯანის შემადგენლობაში სომხური უმცირესობის თანაცხოვრების საკმარისად ევროპულ ვარიანტებს.

აზერბაიჯანის საზოგადოებრიობა იმედოვნებს, რომ დმ. მედვედევის წერილში წამოყენებული იქნება ახალი წინადადებები, რომლებიც შეძლებენ გაყინული წერტილიდან პროცესის დაძვრას.

ძნელი სათქმელია, შექმნილ ვითარებაში რამდენად მისაღები აღმოჩნდება რუსეთის წინადადებები და აქვს თუ არა აზრი პრეზიდენტების - ალიევის, სარგსიანისა და მედვედევის შეხვედრას უახლოეს ხანს.

"ლა სტამპა", ესპანეთი