ლიბიას დიეტაზე სვამენ - კვირის პალიტრა

ლიბიას დიეტაზე სვამენ

ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, აბდულ მაგიდ აღგაუდის განცხადებით, ლიბია უახლოეს თვეებში წყლისა და სურსათის ნაკლებობის გამო მძიმე დღეში აღმოჩნდება.

ლიბიის ხელისუფლების კრიზისზე ლაპარაკობენ მსოფლიოს ლიდერებიც."მოსავლის აღების დროა, მაგრამ მხოლოდ 20%-ია აღებული, 1 მლნ ტონა ხორბლის იმპორტირება მოგვიწევს, მაგრამ გაეროს მიერ დაწესებული ემბარგო ხელს შეგვიშლის", - შეშფოთებით აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, მუამარ კადაფი მზად არის პენსიაზე გასასვლელად, თუ მას ლიბიაში, მის ვაჟს კი პოლიტიკაში დარჩენის ნებას დართავენ.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებით, ამბოხებულებმა მოახერხეს ქალაქ აზ-ზავიას ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ნავთობსადენის გადაჭრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრიპოლი უკვე ამ დღეებში საწვავის გარეშე დარჩება.

ამერიკის დაზვერვას მიაჩნია, რომ კადაფის რეჟიმს მალე შემოელევა ნაღდი ფული - თურქეთმა გაყინა ლიბიის მთავრობის მრავალმილიონიანი ანგარიში.

დაზვერვის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ლიბიურ დაპირისპირებაში დადგება გადამწყვეტი მომენტი და ამბოხებულები, ბოლოს და ბოლოს, კადაფის წასვლას აიძულებენ. თუმცა, დაზვერვა არც იმას მალავს, რომ ლიბიის ლიდერის გეგმებზე უტუარი ცნობები არ აქვთ.

"კომერსანტი", რუსეთი