ობამამ მუსლიმანებს იმედი გაუცრუა - კვირის პალიტრა

ობამამ მუსლიმანებს იმედი გაუცრუა

"ბარაქ ობამას გაპრეზიდენტებიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აშშ-ის იმიჯის გაუმჯობესების იმედი უსაფუძვლო აღმოჩნდა", - ნათქვამია არაბულ-ამერიკული ინსტიტუტის შეკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაში.გამოკითხვის თანახმად, ვაშინგტონის პოლიტიკაზე დადებითი პასუხების რაოდენობა 2008 წლის დონეზე დაბალია.საუდის არაბეთში აშშ-ის მიმართ რესპონდენტთა 30%-ია დადებითად განწყობილი (2009 წელს ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა), ხოლო ეგვიპტეში გამოკითხულთა მხოლოდ 50% (2009 წელს 30% იყო).

გამოკითხვა 6 თვეს გრძელდებოდა ეგვიპტეში, ლიბანში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მაროკოში. მასში 4 ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა. სოციოლოგებმა მუშაობა დაიწყეს მაისის დამლევს, ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ბარაქ ობამას საპროგრამო სიტყვის შემდეგ, რომელმაც ფურორი მოახდინა აშშ-ში, სამაგიეროდ, მთელი მსოფლიოს ებრაელები აღაშფოთა. ობამამ მკვეთრი ფორმით მოუწოდა ისრაელს - საბოლოოდ უნდა გადაიჭრას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, 1967 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეთო. გარდა ამისა, ობამამ სირიის, იემენის, ბაჰრეინისა და ირანის ხელმძღვანელობას დემოკრატიული რეფორმების დაწყება მოსთხოვა. იმ ქვეყნებს კი, რომლებშიც უკვე მოხდა არაბული რევოლუციები, მატერიალურ დახმარებასა და დემოკრატიის აშენებაში მხარდაჭერას შეჰპირდა. გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს ყველაზე ცუდი რეიტინგი არაბ მოსახლეობაში აქვს. ანალიტიკოსების ვარაუდით, არაბულ სამყაროში ვაშინგტონისადმი სიძულვილი შეიძლება გაიზარდოს, რაც არაბული რევოლუციით განხიბვლასაც უკავშირდება.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ