იაპონია ატომურ ელექტროსადგურებს ემშვიდობება - კვირის პალიტრა

იაპონია ატომურ ელექტროსადგურებს ემშვიდობება

"ჰიროსიმადან ფუკუშიმამდე, 1945 წლის აგვისტოდან - 2011 წლის მარტამდე იაპონელების გარდა, სხვას არავის გადაუხდია ამხელა ფასი და არც ამხელა სარგებელი უნახავს ვინმეს ატომური ენერგიით. მაგრამ იაპონია ახლა ემშვიდობება მას, რათა ენერგიის სუფთა წყაროებს მიუბრუნდეს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა.

კერძო კომპანიების მიერ აგებული ატომური ელექტროსადგურები ქვეყანას მოხმარებული ელექტროენერგიის 35%-ს აძლევდა. იაპონური ეკონომიკური სასწაული "მოთვინიერებული" ატომის წყალობით გამომუშავებული ენერგიის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით უნდა გათავისუფლდეს ბირთვულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისაგან. ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ და საზოგადოებაში მზარდმა ანტიატომურმა განწყობილებამ იაპონიის პრემიერ-მინისტრი აიძულა, ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის გადასინჯვაზე ალაპარაკებულიყო.

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ იაპონიის პრემიერის პოპულარობა ქვეყანაში საგრძნობლად დაეცა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, იაპონელების მხოლოდ 16%-ს მიაჩნია, რომ ნაოტო თავის მოვალეობას კარგად ასრულებს.

გარდიანი, დიდი ბრიტანეთი