ნორვეგიის "11 სექტემბერი" - კვირის პალიტრა

ნორვეგიის "11 სექტემბერი"

2011 წლის 22 ივლისს, 15.30 სთ-ზე, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამთავრობო კვარტალში აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა შვიდი და დაშავდა რამდენიმე ათეული კაცი. ნორვეგია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ მშვიდ და უხიფათო ქვეყნად არის აღიარებული, მომხდარმა შოკში ჩააგდო. სპეციალისტების აზრით, რომ არა შვებულებების პერიოდი, აფეთქება ბევრად მეტ სიცოცხლეს შეიწირავდა.

იმ დღეს მთელი ქვეყნის ყურადღება სამთაAვრობო კვარტალისკენ იყო მიპყრობილი, ოსლოდან 32 კილომეტრის დაშორებით კი, პატარა კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდული ბანაკი ტრადიციულად, ნორვეგიის მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ფრთYას მასპინძლობდა სადაც 14-18 წლამდე ასაკის შვიდასამდე მოზარდი იყო თავშეყრილი.

"მოულოდნელად ბანაკში გამოჩნდა ახალგაზრდა პოლიციელი, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ მოზარდებს გასძახა, გამოდით, ნუ გეშინიათო. ისინიც გამოვიდნენ, - ჰყვება ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, - როცა მიუახლოვდნენ,“პოლიციელმა ცეცხლი გახსნა. ბავშვები გადარჩენის იმედით წყალში ხტებოდნენ, ზოგი გაცურვასაც ვერ ასწრებდა, ტერორისტი კლავდა, ზოგს პირდაპირ კარვებშივე ესროდა. პოლიცია კუნძულზე მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მივიდა (პოლიციელთა უმეტესობა შვებულებაშია).

KvirisPalitra.Geორმაგმა ტერაქტმა ნორვეგიელი სამართალდამცავი სტრუქტურების პარალიზება გამოიწვია,- პოლიცია ოსლოს სამთავრობო კვარტალში იყო მობილიზებული, შვეულმფრენიც ვერ მოინახა, რომ კუნძულზე  დროულად ჩასულიყვნენ; ნავიც, რომლითაც პოლიცია კუნძულზე გადასვლას აპირებდა, ჩაიძირა. ამან ტერორისტს საშუალება მისცა ერთი საათის განმავლობაში უმოწყალოდ  დაეხოცა მოზარდები. ერთადერთი, ვინც მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია, კუნძულის დაცვის უიარაღო თანამშრომელი (ნორვეგიის  კრონ-პრინცესას ნახევარძმა აღმოჩნდა) იყო, მაგრამ ტერორისტმა  ისიც იქვე ჩაცხრილა.

ერთმა გოგონამ, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თავის ბლოგზე სისხლიანი პარასკევი ასე გაიხსენა: "სროლა თითქოს  ყველა მხრიდან ისმოდა. მეგონა, მკვლელი ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე იყო და მისი სუნთქვაც მესმოდა. ვცადე, აგურის კედელს ამოვფარებოდი, მაგრამ იქ უკვე ბევრი ხალხი იყო. მე ვლოცულობდი, ვლოცულობდი, ვლოცულობდი... დავურეკე დედას და ვუთხარი, შეიძლება ერთმანეთს ვეღარც შევხვდეთ-მეთქი, მამასთან საუბრის თავი აღარ მქონდა, მხოლოდ მესიჯი გავუგზავნე:

"ძალიან მიყვარხარ". მივწერე ჩემს შეყვარებულსაც, რომელიც ოსლოში მელოდა, ვფიქრობდი ჩემს დაზე, რომელიც ორი დღის წინ გაემგზავრა... რა მეთქვა, როგორ მომეყოლა აქაური ამბები? არ ვიცი, რატომ, უცებ ნოუტბუკი ამოვიღე და სოციალურ ქსელებში ვწერდი ყველას, რომ  ჯერ ცოცხალი ვიყავი და თანაც უსაფრთხოდ, მაგრამ მალე იმ კედლის დატოვება მოგვიხდა. გარბოდა ყველა, წყალში ხტებოდნენ, ბევრმა ცურვაც კი არ იცოდა. მიწაზე ვიწექი და ვფიქრობდი, თუ მკვლელი მიპოვის, თავს მოვიმკვდარუნებ-მეთქი, რადგან არც სირბილი შემეძლო და არც  გაცურვა. ერთი გოგოს ფეხებზე ვიწექი, მერე მეც დამეცა ვიღაც. გავიგე, როგორ მოვიდა ჩემს ტელეფონზე  მესიჯი, რამდენჯერმე ზარიც გაისმა, მაგრამ არ ვიძროდი, მე ხომ მკვდარი ვიყავი, საკუთარი სუნთქვისაც კი მეშინოდა. იქამდე ვიწექი, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა. მერე ოდნავ წამოვიწიე, ჩემზე დაცემული ცხედრებისგან გავთავისუფლდი და წამოვდექი. გარშემო მხოლოდ გვამები და სისხლი იყო. იმ წუთებში დედასთან მინდოდა ყოფნა, მივდიოდი და ვჩურჩულებდი, რატომ, რა დავაშავეთ!"

ტერორისტმა 84 კაცი მოკლა და პოლიციელებს ჩაბარდა. როდესაც ნორვეგიელებმა გაიგეს, რომ ორივე სასაკლაოს მომწყობი ვინმე ფანატიკოსი შაჰიდი კი არა, ნორვეგიელი ქრისტიანი ანდერს ბერინგ ბრეივიკი იყო, თავზარი დაეცათ. გაჩნდა უამრავი კითხვა.

როგორც ტერორისტმა დაკავების შემდგომ განაცხადა, რაც ჩაიდინა, საშინელებაა, მაგრამ აუცილებელი (ბრეივიკის იდეალი ამერიკელი ტერორისტი ტედ კაჩინსკია. ეს სიტყვებიც  კაჩინსკის პერიფრაზია).

"მე სასამართლოს წინაშე წარვდგები როგორც ყველაზე დიდი ნაცისტი მონსტრი,  რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა",”- განაცხადა ანდერს ბრეივიკმა.

როგორც ამბობენ, 2000 წლიდან მისი შეხედულებები ძალიან რადიკალური გახდა.  ინტერნეტფორუმებზე ხშირად წერდა, რომ "დროა, ევროპამ გაიღვიძოს და შეუტიოს მუსლიმანებს, რომლებიც ევროპელ საზოგადოებას ანგრევენ და  უკვე ევროპული პასპორტებით "ალ-ქაიდას" მხარდამჭერები ხდებიან. 2002 წელს  ბრეივიკი საიდუმლო ორგანიზაცია "ტამპლიერი რაინდების ორდენის" წევრი, სახელად სიგურდი გახდა. ამბობენ, რომ ნორვეგიის მასონთა ლოჟის წევრიც იყო. ამავე წლიდან დაიწყო თავისი ნაშრომის”"2083, ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაციის" გამოსაცემად 3 მლნ ევროს შეგროვება.

ოსლოსთან ახლოს, ქალაქ რენში ბრეივიკს პატარა ფერმა ჰქონდა, სადაც ბოსტნეული და მარწყვი მოჰყავდა და შემდეგ ყიდდა. მეზობლები მას ზრდილობიან და წყნარ ახალგაზრდად იცნობდნენ, ხოლო სამხედრო ფორმით მის სიარულს უწყინარ ახირებად მიიჩნევდნენ.

"2083, ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია" 1500-გვერდიანია და ინტერნეტში ტერაქტებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიდო. წიგნიდან ჩანს, რომ ბრეივიკი ტერაქტებისთვის  9 წელი ემზადებოდა. საინტერესოა წიგნის  მეორე ნაწილი, რომელიც ავტორის დღიურებზეა აგებული. ერთ-ერთ ჩანაწერში ბრეივიკი წერს, რომ პარანოიდულად ეშინია პატრულის ავტომანქანის და მუსლიმანები ბავშვობიდან ეზიზღება - ერთი პაკისტანელი მეგობარი ჰყოლია, რომლის მუსლიმანი მეგობრები ბრეივიკს ხშირად უმოწყალოდ სცემდნენ, ხშირად უსაბაბოდაც...

KvirisPalitra.Ge23 ივლისს  ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ორივე ტერაქტი თავის თავზე აიღო. როგორც დაადგინეს, ბრეივიკი მაშინ გეგმავდა ახალგაზრდულ ბანაკში მისვლას, როდესაც  იქ ცნობილი პოლიტიკოსი გრუ ჰარლემ ბრუნტლანი მივიდოდა (1980-90-იან წლებში ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელი იყო).

ქვეყანა, სადაც მკვლელობების წლიური მაჩვენებელი 50-ს იშვიათად აღწევს, გონზე ჯერაც ვერ მოსულა. ნორვეგიის კანონმდებლობის თანახმად, სისხლიანი პარასკევის ავტორს 21-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა თუ მუხლი "დანაშაული კაცობრიობის წინაშე" წაუყენეს,  სასჯელი 31 წლამდე გაიზრდება. თავად ტერორისტი იმედოვნებს, რომ მალე გაათავისუფლებენ და საჯარო სასამართლო პროცესს ითხოვს.

ნორვეგიის ტრაგედიის შედეგს საქართველოდანაც მღელვარებით ადევნებენ თვალს, კუნძულ უტოიაზე ორი ქართველი სტუდენტი ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანიც იყვნენ.  ნათია ჩხეტიანი სასაკლაოს გადაურჩა, თამთა ლიპარტელიანის ცხედარი კი ხუთი დღის ძებნის შემდეგ  წყალში იპოვეს, მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ნორვეგიის "11 სექტემბერი" ევროპის ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად აღიარეს 2004 წლის მადრიდის ტერაქტის შემდეგ (მაშინ ტერაქტმა 200 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა).

ყველაზე დიდი ნაცისტი მონსტრი

ანდერს ბრეივიკი 1979 წელს დაიბადა, მშობლები ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ გაშორდნენ და ბრეივიკი დედასა და მამინაცვალთან ერთად ოსლოს ელიტურ უბანში იზრდებოდა. მამამისი დიპლომატია, მან შვილი ბოლოს 1995 წელს ნახა.

ანდერს ბრეივიკმა ოსლოს მენეჯმენტის სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო, 15 წლისამ პროტესტანტობა მიიღო, 1997 წლიდან პოლიტიკური პარტია "პროგრესის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი იყო, კენჭს იყრიდა ოსლოს ქალაქის საბჭოში, თუმცა ცდა მარცხით დამთავრდა. მიზანში სროლა ჯარში სამსახურის დროს ისწავლა.