მოკავშირეები ვერ იყოფენ ნავთობს
05-09-2011
მსოფლიოს ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ "ლიბიის მეგობართა" კონფერენციაზე, რათა  მხარი დაუჭირონ ამბოხებულებს, რომლებმაც დაამხეს კადაფი და განიხილონ ლიბიის მოწყობის გეგმა. 63 ქვეყნისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ სურთ გაიმეორონ ერაყში დაშვებული შეცდომა, სადაც სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, ვერ შეძლო ქვეყნის გაერთიანება.

კონფერენციის მონაწილენი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ  რომელ ქვეყნებს უნდა მიეცეს  ლიბიის ნავთობის განკარგვის უფლება. ლაპ
არაკია ქვეყნებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციაში და იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ჩარეულან - რუსეთსა და ჩინეთზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალენ ჟიუპენის აზრით, გონივრული იქნებოდა, რომ საფრანგეთის კომპანიებისთვის მიეცათ უპირატესობა ლიბიური კონტრაქტების მიღებაში, რადგან პარიზი, დიდ ბრიტანეთთან ერთად, სათავეში ედგა სამხედრო ოპერაციას.
რუსეთის განცხადებით,  ლიბიის რეკონსტრუქციის ხელმძღვანელობა გაერომ უნდა იკისროს.
კონფერენციის ყველა მონაწილე მიემხრო ტრიპოლისათვის
გაყინული მილიარდობით დოლარის დაბრუნებას. ამას სჭირდება გაეროს რეზოლუცია, რომელიც გააუქმებს თებერვალში მიღებული ლიბიური აქტივების გაყინვის სანქციას.

მოკლედ

ნატომ უარი თქვა საერთაშორისო ძალების კონტინგენტის KFOR გეგმურ შემცირებაზე კოსოვოში, რომელმაც 2008 წელს სერბეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოში საერთაშორისო ძალთა მეთაურმა, გერმანელმა გენერალმა ერჰარდ ბიულერმა განაცხადა, რომ წლის დამლევისათვის KFOR-ის 5-ათასკაციანი კონტინგენტი უნდა განახევრებულიყო, მაგრამ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც უმეტესად სერბებითაა დასახლებული, ვითარების დაძაბვამ ნატო აიძულა, გერმანიიდან და ავსტრიიდან იქ დამატებითი ძალები გაეგზავნა.

ლიბიელმა ამბოხებულებმა უარყვეს ქვეყანაში უცხოური კონტინგენტის ყოფნის შესაძლებლობა მუამარ კადაფის რეჟიმთან ბრძოლის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ.

გარდამავალი ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელთა განცხადება საპასუხო რეაქციაა გაეროს საიდუმლო გეგმის გამჟღავნებაზე ლიბიის ომის შემდგომ მოწყობასთან დაკავშირებით. გაეროს გეგმა გულისხმობს ლიბიაში 200 საერთაშორისო დამკვირვებლისა და 190 პოლიციელის გაგზავნას.
პროირანული ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა" კუბაში ბაზის შექმნას ცდილობს. "ჰეზბოლას" საგარეო ოპერაციათა სამი წარმომადგენელი უკვე გადავიდა მექსიკიდან კუბაში, კუნძულზე პლაცდარმის შექმნის დავალებით. მათ მალე "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერის, ტალალ ჰამიეს მიერ შერჩეული 23 ბოევიკი შეუერთდება. კუბაში ბაზის შესაქმნელად სოლიდური თანხა - მილიონ-ნახევარი დოლარია გამოყოფილი. უკვე მრავალი წელია ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლა" ლათინურ ამერიკაში ირანის ინტერესებს იცავს. მოძრაობის ძირითადი პუნქტები განთავსებულია პარაგვაიში, ბრაზილიაში, ვენესუელასა და არგენტინაში. "ჰეზბოლას" მეომრებმა ირანის მხარდაჭერით განახორციელეს აქციები არგენტინაში - თავს დაესხნენ ისრაელის საელჩოს და ებრაელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობას.

მოსკოვი ღელავს სირიის რეჟიმთან მილიარდიანი გარიგებების გამო და გაეროს უსაფრთხოების საბჭოში სირიასთან დაკავშირებით სანქციებს ბლოკავს.

Der Standard-ის მიმომხილველი ვ. დიტჰელმი წერს: "ასადისათვის მხარდაჭერით მოსკოვი, უპირველეს ყოვლისა, თავის ეკონომიკურ ინტერესებს იცავს, "არაბული გაზაფხული" კრემლს ცოტა როდი დაუჯდა. მარტო ლიბიისათვის დაწესებულმა სანქციამ მოსკოვს კონტრაქტების ჩაშლის გამო 4 მლრდ დოლარი დააკარგვინა.

"უოლ სტრიტ ჯორნელი", აშშ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?