ბლოგერები
მარკ მალენის ბლოგი
წარმოშობით ტეხასელმა, მარკ მალენმა დაამთავრა უესლის უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით. იგი იყო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი 1997 წლიდან 2004 წლამდე.
მან ჩადო ინვესტიციები რამდენიმე სახის ბიზნესში საქართველოში და ჩართულია სხვადასხვა არაკომერციულ საქმიანობაში. ის ცხოვრობს თბილისში.
საით წავა ერი? - ვინ მუშაობს ევროკავშირის დასაკნინებლად საქართველოში?!
ბოლო გამოკითხვათა შედეგებით, საქართველოში ევროკავშირი სულ უფრო ნაკლებპოპულალურია. ხოლო მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ მას ყოველმხრივ ავიწროვებენ.
28-10-2015
დაწვრილებით...
რა მისიაა აქვს ქართულ შეიარაღებულ ძალებს? - NATO - სა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკური წონა
იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჰყავს, არა ერთი ახსნა აქვს და, მათ შორის, უპირველესი, გარე საფრთხეთაგან თავდაცვის უზრუნველყოფაა. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და გათვალოს ყველა პოტენციური საშიშროება, რომელთა შორისაც, ყველაზე სავარაუდო, ცხადია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეა. ასე რომ, სხვა შესაძლო, ნაკლებ სავარაუდო საფრთხეებთან ერთად, საქართველოს ჯარი ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთთან ბრძოლისუნარიანობაზე.
06-10-2015
დაწვრილებით...
Protohack - გზა, რომელიც ცხოვრების გამარტივებაში დაგვეხმარება და...
გასულ კვირას, სან ფრანცისკოში წავედი, ე. წ. Hackathon-ზე - ჰაკერების შეკრებაზე, სახელად Protohack. ყოფილ საბჭოეთში, ხალხი ფიქრობდა, რომ ჰაკერობა უკავშირდებოდა კომპიუტერის გონივრულ მოხმარებას, ან მისი მეშვეობით, საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვას. სან ფრანცისკოში, და ზოგადად, ე. წ. დასავლეთის უმეტეს ნაწილში, ამ ტერმინს სხვა მნიშვნელობა აქვს - ის ნიშნავს ვინმეს, ვინც იყენებს კომპიუტერს, რათა რაიმე გაადვილოს, ან სწრაფად და კრეატიულად გააკეთოს.
29-09-2015
დაწვრილებით...
როცა ხელისუფალთ სურთ, მათი განზრახვა რაც შეიძლება, ცოტამ შენიშნოს, განცხადებას გვიან ნაშუადღევს აკეთებენ. საღამოს ახალ ამბებში ფაქტის გაშუქება ვეღარ ესწრება, მეორე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის კი ამბავი უკვე მოძველებულია. თუ შესაძლებლობა აქვთ, სულაც პარასკევს გააკეთებენ განცხადებას, ვინაიდან შაბათ-კვირას ახალ ამბებს ნაკლები მაყურებელი ჰყავს.
14-08-2015
დაწვრილებით...
რუსეთი თუ დასავლეთი - თითქოს საქართველო ფეხბურთის მატჩზე იყოს...
დამოუკიდებლობა, ინსტიტუტები და კორუფცია

საქართველოს ძლიერ ინსტუტუტებთან თანამშრმლობის პატარა გამოცდილება აქვს. შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ისტორიული ასპექტი, მას ხელს უშლიდა ასეთი ტიპის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ეს მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე, და სხვა თერგდალეულები, უდიდესი ძალისხმევას ახმარდნენ ამას.
08-08-2015
დაწვრილებით...
კონფედერაციული დროშები საქართველოში
თბილისში არა ერთი კონფედერაციული დროშა მინახავს - ამერიკიდან ჩამოყვანილ ნახმარ მანქანაზე, აქა-იქ მიკრული სტიკერის სახით და მაღაზიაშიც კი, სადაც ის სხვა დროშებთან ერთად იყიდებოდა.
31-07-2015
დაწვრილებით...
პოლიტიკა, აგრესია და მოსმენის კულტურა
იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს, საკმაოდ დიდია. უცნაური კი ის გახლავთ, რომ ქართული მედია დიამეტრალურად განსხვავებულ სურათს ხატავს.
29-07-2015
დაწვრილებით...
პუტინი,
რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსული "გაზპრომი" არღვევს კონკურენციის მოქმედ წესებს და ეს ცხადია ასეა, მაგრამ რატომღაც, ეს საკითხი ქართული მედიის მხრიდან უგულვებელყოფილი, ან არასწორად გაგებული დარჩა.
16-07-2015
დაწვრილებით...
Grexitი და EuroGate
საბერძნეთმა უარყო ევროკავშირის შეთავაზება
14-07-2015
დაწვრილებით...
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო
"ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება!"

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გრძელი და ყველაზე ძვირი კამპანიაა მსოფლიოში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. ამ სტატიაში მოვყვები კანდიდატების, მათი შანსების და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულის გამარჯვებას საქართველოსთვის.
20-05-2015
დაწვრილებით...
საქართველოს რეგიონალურად შედგენილი პარლამენტი სჭირდება
საქართველოს რეგიონალურად შედგენილი პარლამენტი სჭირდება
პარლამენტს ყოველთვის უფრო პატარა, უმნიშვნელო პოლიტიკური საკითხების განხილვა უადვილდება, ვიდრე დიდი სტრუქტურალური საკითხების. მაგრამ ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ქართული დემოკრატიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, პარლამენტის შემადგენლობა უნდა გადაიჭრას. საქართველოს პარლამენტი ორი სხვადასხვა, თანაბარი ზომის ჯგუფისგან შედგება; პროპორციული და მაჟორიტარული. პროპორციული წარმომადგენლები ისინი არიან, რომლებიც სიიდან აირჩნენ. ამომრჩეველი პარტიას ირჩევს, თითოეულ პარტიას კი კანდიდატების სია აქვს. იმ ხმების რაოდენობა საერთო ხმებთან პროპორციაში რომლებსაც ისინი მიიღებენ განსაზღვრავს, თუ მათი სიიდან რამდენი პროპორციული კანდიდატი მოხვდება პარლამენტში. მაჟორიტარი პარლამენტის წევრები ერთმანეთს სამოცდათხუთმეტ სხვადასხვა რაიონში ეჯიბრებიან. ესენი ძველი საბჭოთა რაიონები, თუ უბნებია, რომლებიც საბჭოთა დროს ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდნენ.

აქ რამდენიმე პრობლემაა. პირველი ისაა, რომ რაიონებად დაყოფა პრინციპში ქართული ტრადიციას არ წარმოადგენს. ისინი იმისთვის შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ადმინისტრაციულად ასე აწყობდათ. არავინ თვლის, რომ წამომავლობით რომელიმე კონკრეტული რაიონიდანაა. რაიონების საზღვრების მხოლოდ მცირე რაოდენობა ემთხვევა უბნებისა და რეგიონების საზღვრებს. მეორე პრობლემაა ისაა, რომ მათი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ზუგდიდში, გლდანში და ქუთაისში ათჯერ მეტი მოსახლეა, ვიდრე ზემო სვანეთსა და დუშეთში. ამიტომ სხვადასხვა რაიონის მოსახლეებს არა თანაბარი წარმომადგენლობა აქვს პარლამენტში.

ერთერთი შესაძლო გამოსავალია, რომ ყოველ ათ წელიწადში ახალი საზღვრები გაივლოს ისე, რომ ყოველი საპარლამენტო რაიონის მოსახლეობა დაახლოებით თანაბარი იყოს. ასე იქცევა შეერთებული შტატები და ეს სრული კატასტროფაა. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი და არა წარმომადგენელმა ამომრჩეველი. ეს შესაძლოა უკიდურესად პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს რადგან არსებობს გზები რომლებიც საზღვრების შექმნით კონკურენციას ზღუდავს და უპირატესობას უმოქმედო წარმომადგენლებს ანიჭებს. ამიტომ ეს გამოსავალი საქართველოსთის საშინელ შედეგს მოიტანს. საქართველოს შედარებით პატარა რაიონების მაჟორიტარები როგორც წესი ლოკალურ "ბოსებს" წარმოადგენენ. ხშირად ისინი ადგილობრივ ოჯახებთან და ბიზნესმენებთან გვერდით შეთანხმებებს დებენ, ან აშინებენ მათ. ხან კი საერთოდ არ იცნობენ იმ რაიონს რომლის მაჟორიტარებიც არიან. ეს როგორც წესი იმ პატარა რაიონებში ხდება, სადაც მცირე რაოდენობის ამორჩეველი ცხოვრობს.

პროპორციული ადგილები საქარველოს პარლამენტში, როგორც წესი თბილისელებს უკავიათ და ისინი საკუთარ პარტიაში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე წევრებს წარმოადგენენ. ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ ამომრჩევლის სურვილისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები, რასაც უნდათ იმას აკეთებენ პარლამენტში და მოსახლეობის აზრის მოსმენის საჭიროებას ვერ გრძნობენ.

არც სრულიად მაჟორიტარული სისტემის მიღებაა მიზანშეწონილი, ისეთის როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებშია, რადგან ეს ორ პარტიულ სისტემამდე მიგვიყვანს. ხშირად გვხვდება ოთხი პარტია, მათ შორის ორი ოცდაათ პროცენტიანი მხარდაჭერით ხოლო ორი ოც პროცენტიანი მხარდაჭერით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი სრულიად მაჟორიტარულია მაშინ მესამე და მეოთხე ადგილას მდგომ პარტიებს პარლამენტში წარმომადგენლები არ ეყოლებათ რადგან ყველას მთავარი ორი პარტიისთვის მოუწევს ხმის მიცემა იმისათვის რომ ხმა არ დაეკარგოს. ამგვარად ამ ორი პარტიიდან ერთერთი ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და მიუხედავ იმისა, რომ მეორე პარტიასაც ეყოლება წარმომადგენლები პარლამენტში, შესაძლოა მათი შეხედულებები არ იქნეს გათვალისწინებული. სრულიად პროპორციული სისტემის პრობლემა, როგორც ისრაელშია, მაშინ ვლინდება როდესაც ორი პარტია თანაბარ ორმოცდახუთ პროცენტს იღებს. ეს ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში იმ პარტიებს რომლებიც ხმების დანარჩენ ათ პროცენტს იღებენ ზედმეტი ძალაუფლება უვარდებათ ხელში რადგან მათ უჩნდებათ შესაძლებლობა რომ ხმები საკუთარი, ხშირად უცნაური სურვილების ასრულებაში გაცვალონ.

არსებობს პრობლემის გადაჭრის საკმაოდ ადვილი გზაც. დავაბრუნოთ რეგიონები. იმის ნაცვლად რომ პარლამენტი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, ყველა წევრმა ერთნაირად უნდა მოიპოვოს ადგილი. ყოველ ტრადიციულად ისტორიულ რეგიონს გარკვეული რაოდენობის ადგილი ექნება პარლამენტში. ზოგი რეგიონი უფრო დიდია ვიდრე სხვები ამიტომ მათ მეტი ადგილი ექნებათ. იმერეთს მეტი წარმომადგენელი ეყოლება ვიდრე გურიას და თბილისს მეტი ვიდრე კახეთს ვინაიდან მათ მეტი ამომრჩეველი ყავთ. მასინ თითოეულ რეგიონში, პარტიები ისეთ კანდიდატებს შეიყვანდნენ სიაში რომლებიც ამ რეგიონიდან არიან და ხმების იმ პროპორციის მიხედვით რომლებსაც თითოეულ რეგიონში მიიღებენ კანდიდატები დაიკავებდნენ ადგილს პარლამენტში თუკი პარტიამ საკმარისი ხმა მიიღო კონკრეტულ რეგიონში.

ეს საქართველოს დემოკრატიულობას რამდენიმე რამეში დაეხმარება. პირველ რიგში ეს იმის ინდიკატორი იქნებოდა რომ საქართველოში ამომრჩევლებს თანაბარი ხმა აქვთ რაც ამჟამად ასე არ არის. მეორე რიგში ეს გააძლიერებდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მაჟორიტარი წარმომადგენლები დინებას მიჰყვებიან. თუ რომელიმე პარტია მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს, როგორც წესი ისინი ერთი პარტიიდან მეორეში გადადიან მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტია გამოიყენეს პარლამენტში შესასვლელად. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პოლიტიკურ ყურადღებას თბილისს გარეთ გადაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პოლიტიკური განხეთქილება ქართული საზოგადოების და მედიის თანახმად, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორისაა, სინამდვილესი განხეთქილება თბილისსა და რეგიონებს შორის უფროა. სიმართლე რომ ვთქვა, ამჟამად რეგიონები აგებენ ვინაიდან ძალაუფლება თბილისშია. რეგიონალურად შედგენილ პარლამენტში, პარლამენტის წევრების უმრავლესობა იმ ამომრჩეველთან იქნება პასუხისმგებელი, რომელიც თბილისის გარეთ ცხოვრობს.

ეს მარტივი და ადვილად განსახორციებელი გამოსავალი დიდი ხანია განსახილველ საკითხებს შორისაა, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არჩევნები საკმარისად მოახლოებულია იმისათვის რომ მასზე ადამიანები ფიქრობდნენ, მაგრამ არც ისე ახლოს რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობდნენ მასზე. ახლა სწორი დროა. საქართველომ დემოკრატიულობის მხრივ გრძელი გზა განვლო და საკმაოდ უსწრებს საკუთარ მეზობლებს. მაგრამ იმისათვის რომ წინსვლა განაგრძოს, უნდა მოვიშოროთ მოძველებული დაყოფის სისტემა, წვრილმანი პაექრობა და ის მოდუნებული დამოკიდებულება რომელსაც პარლამენტის ზოგ წევრში ვხედავთ. თბილისს გარეთ მცხოვრები ამომრჩევლის განვითარება და ინტერესებიც უფრო სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევქმნათ ჭეშმარიტად რეგიონალური პარლამენტი, რომელიც სრულიად ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრადიციული რეგიონების წინაშე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია : Georgia needs a Parliament Composed of Regions

მარკ მალენი
21-04-2015
ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საქართველო და ირანი
"საქართველო შეჩვეულია იმას, რომ საკუთარი თავი რუსეთის გარშემო არსებულ სივრცეში მოიაზროს და ამ აზროვნების შენარჩუნებას ცდილობს კრემლიც"

"შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოგზავნა დელეგაცია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტას ითხოვდა, მაგრამ მათ არ მოუთხოვიათ უვიზო რეჟიმის მყისიერი შეწყვეტა"
16-04-2015
დაწვრილებით...
ახალი მოხალისეები
საქართველოში არსებობს იმ ადამიანების მოზრდილი ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას წინაპრებისგან განსხვავებულად აღიქვამს. ეს ჯგუფი თანდათანობით გაჩნდა, მათი მსოფლმხედველობა დახვეწილია და არაა ადვილი გამოსარჩევი, მაგრამ ვეცდები აღვწერო.
18-03-2015
დაწვრილებით...
მივანდოთ პარლამენტს მთავარი პროკურორის არჩევა!
პროკურორები უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის წარდგინებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ექნებათ მათ სამსახურის დაკარგვის შიში, მაშინაც კი როდესაც არ იმოქმედებენ მთავრობის სურვილების შესაბამისად, ისინი იქნებიან ჭეშმარიტად დამოუკიდებლები
16-02-2015
დაწვრილებით...
ღია საქართველო
ღია საქართველო
არსებობს კითხვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოსთან დაკავშირებით ჩნდება. "ვინ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და რა უფლებებით უნდა ისარგებლოს მან?" იმ ხალხს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, უმასპინძლებენ საუკეთესოდ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მათ სურთ აქ დარჩენა, დროებითი სამუშაოს მოძებნა, ან უნდათ, რომ ჰქონდეთ მხოლოდ ვიზიტორის სტატუსი? დადებითად აისახება ეს საქართველოზე ? სწორედ ეს არის ის შეკითხვები, რომლებიც შრომითი მიგრაციის კანონთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გაისმის. აღნიშნული საკითხები აისახა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების ფართო განხილვის საგანია.

ადამიანთა უმრავლესობას მდიდარ ქვეყნებში ცხოვრება და მუშაობა სურს, ამიტომ ასეთ ქვეყნებში ძნელია კვოტებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის უმეტეს სახელმწიფოში მოსახლების 10-15%-ს უცხოელები შეადგენენ. მსგავსი მაჩვენებელი აქვს აშშ-საც, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ემიგრანტთა რაოდენობა ყველაზე მაღალია (40 მლნ-ზე მეტი), ხოლო მუსულმანურ სამყაროში, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ნავთობწარმოება, ემიგრანტთა რაოდენობა მოსახლეობის 50% აჭარბებს. მეორეს მხრივ, ეკონომიკის განვითარების კუთხით მსოფლიოს ნომერ მესამე ქვეყანა – იაპონია – მკაცრად ზღუდავს ემიგრანტების რაოდენობას, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 2% აღწევს.

ამჟამად, საქართველოსათვის პრიორიტეტულ პროცესს წარმოადგენს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ეკონომიკურად, საქართველოს მსგავად დაბალ განვითარებულ არც ერთ სახელმწიფოს არ ჰქონია ევროკავშირთან მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა. უვიზო რეჟიმის დამყარება იქნება უდიდესი მიღწევა ქვეყნისთვის, ამიტომ მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ საკითხს. მაგრამ ეს თემა არ არის საზოგადოების ფართო განხილვის საგანი. მსგავსი ხასიათის მოლაპარაკებებისთვის ეს ბუნებრივიცაა. საქართველოს მთავრობა კი ცდილობს, მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, თუ უბრალო გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესს დაუკავშიროს. თუმცა ამის გადამოწმება შეუძლებელია. ევროკავშირი, ამ საკითხზე რასაკვირველია დუმს, ვინაიდან ყოველივე ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ევროკავშირი კონკრეტულ მოთხოვნებს უვიზო რეჟიმისთვის არ აყენებს, ის მხოლოდ ზოგად რჩევებსა და მონახაზს სთავაზობს ქვეყანას. გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იღებს.

გასულ წლებში, ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ამჟამინდელი რეგულაციებით გაზარდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. მთავრობისთვის კი ქმედითი და სამართლიანი ბიუროკრატიული პროცესების დანერგვა ძნელი აღმოჩნდა. ამჟამად, შრომითი მიგრაციის კანონის მონახაზი სრულიად ახალ ბიუროკრატიულ პროცესებს აწესებს იმ უცხოელთათვის, რომელთაც სურთ საქართველოში მუშაობის დაწყება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?

კანონმდებელთა შორის არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება. პირველის მიხედვით, მსგავსი ქმედება საქართველოს მხრიდან არის ერთგვარი პასუხი ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ ქართველებისთვის სამუშაო პირობების გართულებაზე. ყოველივე ეს ჯანსაღ აზრს მოკლებულია. ამ მოსაზრების მიხედვით, რადგან გავლენიან ქვეყნებს გააჩნიათ შრომის კონსტროლის მკაცრი აპარატი საქართველომაც მსგავსი ზომები უნდა მიიღოს. ეს დიდი შეცდომაა. სამუშაოს ან უსაფრთხოების მოპოვების მიზნით ათასობით აფრიკელი და მუსულმანი მიდის ევროკავშირში, ისევე როგორც მილიონობით ლათინო ამერიკელი თუ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მცხოვრები გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს. ამ მხრივ, საქართველოს უცხოელთა დიდი რაოდენობით შემოსვლა არ ემუქრება, ვინაიდან ხელფასისა და სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

მთავარი კითხვაა, არის თუ არა ეს ყოველივე საქართველოსთვის უმჯობესი ?

საქართველოში მომუშავე უცხოელთა უმრავლესობას უფრო მეტი თანხა შემოაქვს ქვეყნის ბიუჯეტში ვიდრე მასზე შეიძება დაიხარჯოს. ზემოთ ხსენებული კანონის მიხედვით, აქ მომუშავე უცხოელთა ხელფასი მკვეთრად ჩამორჩება მათსავე სამშობლოში იმავე სამსახურში აღებული ხელფასის რაოდენობას. აღნიშნული შემოსავალი კი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. მთავრობის მიერ იმიგრანტთათვის სამუშაო პირობების გაუარესება უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ეს იქნება კიდევ ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი ქვეყნის წინსვლის გზაზე.

თუკი საკითხს მივუდგებით რაციონალურად, დავასკვნით, რომ არანაირი რეგულაციის მიღება საჭირო არ არის. ევროკავშირი საქართველოსგან არც მოითხოვს და არც იმის რეკომენდაციას აძლევს მას, რომ მიგრანტთა შრომა რაიმე კანონით დაარეგულიროს. მაშინ რა აუცილებელია რომ მთავრობამ საქმე გაირთულოს ამ რეგულაციების დანერგვის პროცესით.

იაპონია მკაცრად ზღუდავს ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობას, სწორედ ამიტომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ფაქტი სახეზეა. ღია ქვეყნები, რომლებიც უცხოელების მიმოსვლას და დასაქმებას არ ზღუდავენ, მეტ სარგებელს იღებენ. ის ქვეყნები კი, რომლებიც ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებენ, როგირც მიგრანტებისთვის ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის აფერხებენ ეკონომიკურ წინსვლას და ხალხს აიძულებენ, ეძებონ უკეთესი შესაძლებლობები სხვა ქვეყნებში.
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია : OPEN GEORGIA

მარკ მალენი
07-02-2015
საცობი
"სამინისტროები ცდილობენ გაუმკლავდნენ საცობთან დაკავშრებულ პრობლემას, თუმცა ამასთანავე უმჯობესი იქნებოდა ფეხით მოსიარულეთა პრობლემებიც გაეთვალისწინებინათ."

"ადამიანებს რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მგზავრობის საფასური და შესაბამისად დაჯარიმდნენ, გარკვეულ მიზეზთა გამო მოეხსნათ აღნიშნული ჯარიმები."
02-02-2015
დაწვრილებით...
აზერბაიჯანული დიქტატურა
"მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე, მმართველობის თვალსაზრისით იმავე პრობლემები გააჩნიათ, რაც ადამიანის ძირითად უფლებთა და თავისუფლებათა აქტიური დარღვევით გამოიხატება."

"ის დამოკიდებულება რაც მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია რუსეთისადმი, აუცილებლად გავრცელდება აზერბაიჯანზეც, თუ კვლავ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რაც მიმართულია აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჩახშობისაკენ."
24-01-2015
დაწვრილებით...
კრემლის ახალი პროპაგანდა
"პუტინს არ ესმის რას ნიშნავს და რატომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია... რუსული ბეჭდური მედია თუ მაუწყებლობა სერიოზულ საფრთხეშია. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამოა RT, შპუტკინ თუ სხვა არხებისათვის. "

"რუსეთი ახორციელებს მორალის, ეთიკის, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების დარღვევას აკავშირებს დასავლურ ქვეყნებთან და ამგვარად გადმოსცემს ინფორმაციას."

"მილიონობით არაადეკვატური ინფორმაციის გავრცელებით კრემლი აქტიურად ცდილობდა ჩაეხშო სიმართლე და მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა."
13-01-2015
დაწვრილებით...
ინფლაცია… ნავთობი… საქართველო… რუსეთი… გარანტია…
"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი სურვილი დაამხოს რუსული პოლიტიკა და იდეოლოგია."

"რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია. მყარი და დამოუკიდებელი ოპოზიციის არქონა, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ქვეყანაში საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტირებული ფაქტები."
20-12-2014
დაწვრილებით...
უსათაურო
გაურკვეველია, თუ რა მიმართულებით "მიეშურება" ქვეყანა ? რაზე ჯერდება აღმასრულებელი ხელისუფლება? რა არის მისი სამომავლო გეგმა? მისი ხედვა?
08-12-2014
დაწვრილებით...
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა