შევარდნაძის დროინდელი საგზაო პოლიციის გაუქმება და საპატრულო პოლიციის შემოღება წინა მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებს შორის, ალბათ, ყველაზე ხშირად მოიხსენიება ხოლმე და წარსულთან კავშირის გაწყვეტის ყველაზე ძლიერ სიმბოლოდაც კი იქცა. რაც მთავარია, რეფორმა ქმედუნარიანი გამოდგა.