ქართველებო, მეტი ყურადღება ბავშვებს 3-5 წლის ასაკიდან
ქართველებო, მეტი ყურადღება ბავშვებს 3-5 წლის ასაკიდან
საქართველოში, ბაღში ან მსგავს დაწესებულებაში ბავშვების ნახევარზე მეტი არ დაჰყავთ. თბილისშიც კი ეს მაჩვენებელი საერთაშორისოზე დაბალია. ბოლო წლების კვლევებმა უჩვენა, თუ რა დადებითი ეფექტი მოჰყვება ხოლმე ბაღში ბავშვის თუნდაც ორიოდე საათით ტარებას. ერთი კვლევა რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა იმისათვის, რომ დაედგინათ ბაღში მოსიარულე და არმოსიარულე ბავშვებს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული შესაძლო განსხვავებები. კვლევამ გასაოცარი ფაქტები გამოამზეურა. ისინი, ვინც სკოლამდე ბაღში დადიოდნენ, სკოლაში უფრო კარგად სწავლობდნენ, უმაღლეს განათლებას უფრო დიდხანს მიჰყვებოდნენ,
უფრო მაღალ შემოსავალს იღებდნენ და შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები ალბათობით აპატიმრებდნენ ან ციხეში სვამდნენ. და საერთოდ, საშუალოდ, უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს. დღეს ტვინის სკანირებამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ალბათ იმის გარკვევაც შეგვიძლია, თუ რა აქცევს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებას ბავშვის ადრეული განვითარების ასეთ დიდ მასტიმულირებელ
ფაქტორად.
რა ხდება ხოლმე ასეთ დაწესებულებაში? ჯერ ერთი, ეს სკოლა არაა. აქ არაა სასწავლო გეგმა, არაა საჭირო მუდმივი დაზეპირება და ტესტების ჩაბარება. თვით მასწავლებლებიც იმდენად კი არ ასწავლიან, არამედ საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს უბრალოდ ეხმარებიან ხოლმე. სკოლამდელ დაწესებულებაში ოთხი მიმართულებით მუშაობენ: 1) სხეულის უნარები და მოძრაობა; 2) ხელის მოძრაობის კოორდინაცია და სიზუსტე; 3) შემეცნებითი ან ლოგიკური შესაძლებლობები; 4) სოციალური და ემოციური განვითარება. ეს მუშაობა წარმოადგენს სკოლაში ცოდნის შეძენისთვის მზადების პროცესს. ხატვა ბავშვებს წერისთვის ამზადებს, მასწავლებლების მიერ ტექსტის ხმამაღლა წარმოთქმა - კითხვისთვის, დაწყობა-დახარისხება-დათვლა-ამოხსნა კი - მათემატიკისთვის. ოთახში ჩვეულებრივ რამდენიმე განსხვავებული ადგილია, მათ შორის - საძინებელი კუთხე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა საქმიანობაში დროის გატარება. ხშირად დღე აზრთა გაცვლით იწყება, როცა ბავშვები წრეში სხდებიან და ლაპარაკობენ იმაზე, თუ რას გრძნობენ და რის გაკეთებას აპირებენ ამ დღეს.

ის, რომ საქართველოში სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების მხოლოდ ნაწილი დაჰყავთ, რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. პირველ რიგში, ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს სახლში უფრო მოუვლიან. ცხადია, ეს სიმართლეა. არსებობენ როგორც კარგი, ისე ცუდი სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებები. მასწავლებლები აუცილებლად კარგად უნდა უნდა იყვნენ მომზადებულნი და იცოდნენ ბავშვებთან ურთიერთობა. ამჟამად განათლების სამინისტრო არავითარ ზედამხედველობას არ აწარმოებს ასეთი დაწესებულებების მუშაობაზე. ეს საქმე გადაულოცეს მუნიციპალიტეტებს. და არც ამის ფინანსები არსებობს. მშობლები ამ საქმეს ხშირად უბრალო ძიძობად აღიქვამენ და ასეთ დაწესებულებებში ბავშვს იმიტომ ატარებენ, რომ ოჯახში არ ჰყავთ თავისუფალი წევრი, რომელიც პატარაზე იზრუნებს. გარდა ამისა, მშობლები ალბათ სათანადოდ არ ფიქრობენ ბავშვების ადრეული განვითარების მნიშვნელობაზე. ხშირად მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დღის განმავლობაში თავისუფალი დრო არ რჩებათ ბავშვებისთვის. ამის გამო ბავშვები დღედაღამ ტელევიზორს არიან მიწებებული. სკოლამდელი დაწესებულების დიდი უპირატესობა ის არის, რომ კარგი მასწავლებლის ხელში ბავშვები ბევრ რამე სწავლობენ: ერთად თამაშს, ერთმანეთისთვის რაღაცების გაზიარებას და ერთმანეთთან კინკლაობის მოგვარებასა თუ თავიდან აცილებას. კარგად გამოწვრთნილი მასწავლებელი არ დაუყვირებს მათ: "თაკო, ათხოვე ფანქარი დათუნას, თორემ დაისჯები!" არამედ დაეხმარება უთანხმოების გონივრულად მოგვარებაში. ბავშვი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობის კარგი გამოცდილება არა აქვს, ანდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მხოლოდ ხანდახან ეზოში თამაშის დროს უხდება, სკოლაში უმალ მუშტებზე გადავა, როცა კი რომელიმე თანაკლასელი მის ფანქარსა თუ საშლელს წაეტანება.

როგორც სოციოლოგებმა დაადგინეს, სკოლაში წარმატებას აღწევს არა ის ბავშვი, რომელსაც მაღალი ინტელექტი აქვს, არამედ ის, რომელიც ცოდნის შეძენისთვის ყოველთვის მზად არის. ცოდნის შეძენისთვის მზადყოფნა კი კავშირშია სოციალიზაციის საკითხის მოგვარებასთან. რთული ბავშვები არიან ისინი, რომლებიც ხშირად კამათობენ და ვერ აგვარებენ პრობლემებსა თუ კონფლიქტებს და რომლებსაც უჭირთ მოსმენა. სამწუხაროდ, სკოლის პირველ წლებში წამოჭრილი ასეთი პრობლემები ზოგიერთი ჭკვიანი ბავშვისთვისაც ისეთი სერიოზული ხდება, რომ შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაჰყვეს. საბედნიეროდ, საქართველოსთვის საკმარისი უნდა იყოს მოკრძალებული ინვესტიცია 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაწესებულებების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, რაც გაცილებით მოგვიანებით ათმაგად ანაზღაურდება.
Shoko
16 თებერვალი 2013 18:40
იცით როგორ მოგდით თათია კაცი რო უცხო ქვეყანაში წავა და უკან დაბრუნებული ყველა შემხვედრს უყვება იქ თურმე ვირებიც ხეებზე დადიანო:-) ის რაც მოგწერე იმაზე გამოხმაურება იყო რაც თქვენ დაწერეთ და იქ საუბარი მარტო ბაღს არ ეხებოდა!
TaTia
15 თებერვალი 2013 23:20
შჰოკო შენ მე არ მიცნობ და ძალიან გტხოვ ნუ გამოგავს ჩემს შესახებ უაზრო დასკვნები, უკვე დავწერე, რომ აღმოსავლეთში ვცხოვრობ და ზუსტი მისამართის დაწერას ინტერნეტში არ ვაპირებ.არავისთან არ მქონია არასოდეს პრობლება იმ ერთი ბაღის გარდა და არავისში ცუდს არ ვეძებ.სავის და თეთრის გარჩევას მე ვერავინ მასწავლის.როცა ტექსტს კითხულობ, აზრიც უნდა გამოიტანო!!მარტო ცვენ არ ვიყავით უკმაყოფილო, სხვა მშობლებმაც უჩივლეს ბაღს.პიროვნულად რატომ მეხები?აბსურდია ასეთი დასკვნების გამოტანა, როცა აზრზე არ ხარ, თუ რამდენი გერმანელი მეგობარი მყავს და როგორ სამსახურში ვმუშაობ.მაგრამ ბევრმა ქართველმა ასე იციტ ხოლმე, ვერ წარმოგიდგენიატ, რომ ქართველები სხვა ერთან რარაცაში მართლები არიან!!!მე დავამთავრე თქვენთან საუბარი!!
Shoko
15 თებერვალი 2013 18:44
თათია სად ცხოვრობ გერმანიაში ასეთ ადგილას გადავირიე რეებს წერ. მეც გერმანიაში ვცხოვრობ წლებია და ასეთი გადამეტებული და გადაპრანჭული დამოკიდებულება არცერთ სფეროში არ შემხვედრია. მე პირადადაც მქონია საბავშვო ბაღებთან ურთიერთობა ისევე როგორც ჩვეულებრივ გერმანელ ხალხთან და ასეთ დამოკიდებულებას არსად არ შევხვედრივარ. შენ როგორც შენი ტექსტებიდან ჩანს იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები ვერსად თავს რო ვერ გრძნობს კარგად და მარტო სხვისი ცუდის ძიებაშია.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები