ჭკვიანი ხალხი "ოთახს გარეთ"
ჭკვიანი ხალხი "ოთახს გარეთ"
"ოთახს გარეთ მყოფი" ჭკვიანი ხალხი სულ უფრო ხშირი განხილვის თემაა "ოთახში მყოფი" ჭკვიანი ხალხის მხრიდან. ეს მთელ მსოფლიოში ხდება. რაც უფრო ჭკვიანია "ოთახში მყოფი" ხალხი, მით უფრო მეტად იღებს ის მხედველობაში "ოთახის გარეთ" მყოფ ხალხს. ეს წინადადებები ლამის მოარულ ფრაზებად იქცა. წარმოიდგინეთ ოთახი და იქ შეკრებილი ჭკვიანი ხალხი, რომელიც რაღაც საკითხის გადაწყვეტას ან რაიმე გეგმის შედგენას ცდილობს. ოთახში მყოფი ხალხის რაოდენობისა და ჭკუის მიუხედავად, მტკიცება - რომ "ამ ოთახის გარეთ
უფრო მეტი ჭკვიანი ხალხია, ვიდრე მის შიგნით" - ყოველთვის ჭეშმარიტია. გასარკვევი სხვა საკითხია: რას გვეუბნება ეს ჩვენ? რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?

პირველი პრობლემა ისაა, რომ ოთახში შეკრებილი ჭკვიანი ხალხის გარკვეული ნაწილი არ მიიჩნევს, რომ ჭკვიანი ხალხი ოთახის გარეთაცაა. მათ ჰგონიათ, რომ ისეთი ჭკვიანები არიან,
ყველაფერს შეძლებენ, ყველაფერი გათვლილი აქვთ და მათზე უკეთეს იდეას სხვა ვერავინ წარმოადგენს. ასეთი ტიპის ადამიანი უბრალოდ ვერ გაიგებს ამ კონცეფციას, რადგან ის დარწმუნებულია, რომ პასუხი ყველაფერზე აქვს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ენდობა ოთახის გარეთ მყოფ ხალხს. მიიჩნევს, რომ ზედმეტად ბევრი ოპონენტი ჰყავს, რომლებიც ოთახში შემუშავებული გეგმისა თუ წამოწყების საბოტაჟის გარდა არაფერს გააკეთებენ. ანუ ზოგიერთი ოთახში მყოფი პირი მართალია აღიარებს, რომ გარეთ ნამდვილად არის უამრავი ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ არასანდოდ მიიჩნევს.

მესამე პრობლემა ისაა, რომ ბოლო ხანობამდე ძალიან ძნელი იყო ოთახის გარეთ მყოფი ჭკვიანი ხალხის გამოვლენა. თუმცა, დღეს ვითარება შეიცვალა. ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონმა ისე გააიოლა კომუნიკაცია, რომ გეგმისა თუ სხვა წამოწყების განხორციელებაში ჩართვის მსურველ ნებისმიერ პირთან დაკავშირება ახლა უკვე მყისიერად შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, იოლი გახდა კითხვების დასმა. კურიოზულია და ბევრი ჯერ ვერ მიეჩვია ამ შესაძლებლობის გამოყენებას.

მეოთხე პრობლემა მდგომარეობს სიმორცხვეში. ოთახში მყოფი ზოგიერთი პირი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თუ არ იცის, რა უნდა გააკეთოს და დახმარებისთვის სხვისი აზრის ძიებას იწყებს, სხვები ამას სისუსტედ ან გაუნათლებლობად ჩაუთვლიან. როცა დიდი ხნის წინ - 90-იან წლებში - საქართველოში ჩამოვედი, გარშემო ყველა პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე ლაპარაკობდა. დიდ ხანს არ მესმოდა ამ წინადადების აზრი. მერე, როგორც იქნა მივხვდი, რომ ეს ნიშნავდა სიტუაციას, როცა ვინმე ისეთ სამსახურს შოულობდა, რომლის მოვალეობის შესრულებაც მას არ შეეძლო, მაგრამ თავს ისე იჭერდა, თითქოს საქმეს ასიანზე აკეთებდა. როცა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს რაიმე საკითხის მოგვარებას ავალებენ და ის ან ისინი ამ საკითხზე იდეებს გთხოვენ, ზოგმა მათ ეს ქცევა შეიძლება უვიცობად ჩაუთვალოს. სინამდვილეში უვიცობაა ის, როცა ასეთ რამეს არ ითხოვ. ისე, ზოგი ნამდვილად ვერ ერკვევა, თუ რა არის უვიცობა და რა - არა.

გარდა ამისა, წერის პრობლემაც არსებობს. იოლი არაა წერილობით გამოხატო ის, რაც გინდა. მაგალითად, თუ ჯგუფი საზოგადოებას რაიმე კონკრეტულ საკითხზე იდეებს სთხოვს, მაგრამ ეს თხოვნა ფურცელზე ჩახლართულად გადააქვს, შეიძლება ვერავინაც ვერ ჩავიდეს ფურცლის ბოლოში და ვერ გაიგოს თუ რას სთხოვენ. ყველაფერი მოკლედ, მარტივად და გასაგები ენით უნდა გამოიხატებოდეს ფურცელზე. ამ პრობლემის ნათელი მაგალითია კანონშემოქმედებითი საქმიანობა. დავუშვათ, კანონში ხინჯი გამოავლინეს და ხალხს აინტერესებს, რა სახის ცვლილება თუ ახალი კანონი მზადდება ამასთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელად კანონის რამდენიმე პროექტი გამოჩნდეს და შესაბამისად არავინ იყოს აზრზე, თუ რომელი პროექტია ძალაში. ამასთან, კანონპროექტები ხშირად ძალიან გრძელი და რთულია; ცოტა თუ ხვდება რაში განსხვავდებიან ისინი არსებული ვერსიისგან. ნებისმიერი კანონის 95% ესაა მასში გამოყენებული სიტყვები - ისეთი სიტყვები, რომლებიც სხვა კანონებშიც უნდა "ჯდებოდეს". სამწუხაროა, როცა იურიდიული ენა და სამართლებრივი ჰარმონიზაცია მთლიანად ფარავს ხოლმე იმ აზრს, რისთვისაც ეს კანონი არსებობს. ამიტომ, ყველაზე კარგი დაწყებაა მარტივი განცხადება, რომელიც ორი სიტყვით ახსნის იმ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოხდეს კანონის შეცვლა თუ ახალი კანონის მიღება. მხოლოდ სხვადასხვა შეხედულების შეგროვების, მათი საფუძვლიანი განხილვისა და შემაჯამებელი დასკვნების დადების შემდეგ შეიძლება ჰქონდეს აზრი უშუალოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე გადასვლას.

ზოგჯერ ოთახში მყოფი ხალხი ჩქარობს ხოლმე, ან სთხოვენ, რომ იჩქაროს, ან თავს ისე იჭერს, თითქოს ჩქარობს. ამის გამო სხვებისთვის იდეების მოწოდების თხოვნას ვერ ასწრებს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან. გარდა ამისა, გაყალბებაც ხდება ხოლმე, მაგალითად,  დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობის ეტაპზე. დაინტერესებული მხარე არის ხალხი, რომელსაც დონორი უსმენს ხოლმე წესით, მაგრამ სინამდვილეში არ აინტერესებს, თუ რას იტყვის ეს მხარე. ერთი ეგაა, რომ დონორი ვალდებულია ანგარიშში დაწეროს, რომ მოუსმინა მათ. დაინტერესებულ მხარეს იშვიათად აწვდიან ხოლმე საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის შესახებ ეკითხებიან აზრს. ოთახის გარეთ მყოფი ჭკვიანი ხალხისგან კარგი იდეებისა და სხვა დახმარების რეალურად მისაღებად ოთახში მყოფი ნებისმიერი პირი უნდა იყოს მზად ამ ახალი იდეების გამოსაყენებლად. რეალობა ისაა, რომ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრისთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მანამდეა ხოლმე მიღებული. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ.

როგორც ხედავთ, მრავალი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ოთახში მყოფმა ხალხმა ოთახის გარეთ მყოფ ხალხთან შედარებით უფრო ჭკვიანად მიიჩნიოს თავი და გეგმისა თუ წამოწყების შესახებ გადაწყვეტილებები არსობრივი განხილვების გარეშე, მხოლოდ თვითონ მიიღოს. მოკლედ, ოთახში მყოფ ხალხს შეიძლება არ უნდა დაავიწყდეს ის მიზეზები, თუ რატომ არის კარგი სხვისი რჩევების მიღება. აი, მაგალითად: ხალხს უფრო მეტად მოეწონება საბოლოო შედეგი, თუ ეცოდინება, რომ ამ შედეგში მასაც მიუძღვის წვლილი; ხალხს სიამოვნებს, როცა რჩევას სთხოვენ; საბოლოო შედეგი ჩვეულებრივ ყოველთვის უკეთესი გამოდის თუ გარე ხალხის რჩევებიც იქნება გათვალისწინებული. წინა წლების ვითარებასთან შედარებით, დღეს ეს უფრო ხშირად ხდება ხოლმე. იმედი ვიქონიოთ, რომ პროცესი გაგრძელდება და ჩვევაში გადავა.
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

Wkviani xalxi oTaxs gareT

oTaxs gareT myofi Wkviani xalxi sul ufro xSiri ganxilvis Temaa oTaxSi myofi Wkviani xalxis mxridan. es mTel msoflioSi xdeba. rac ufro Wkviania oTaxSi myofi xalxi, miT ufro metad iRebs is mxedvelobaSi oTaxis gareT myof xalxs. es winadadebebi lamis moarul frazebad iqca. warmoidgineT oTaxi da iq Sekrebili Wkviani xalxi, romelic raRac sakiTxis gadawyvetas an raime gegmis Sedgenas cdilobs. oTaxSi myofi xalxis raodenobisa da Wkuis miuxedavad, mtkiceba - rom am oTaxis gareT ufro meti Wkviani xalxia, vidre mis SigniT - yovelTvis WeSmaritia. gasarkvevi sxva sakiTxia: ras gveubneba es Cven? ra unda gavakeToT amasTan dakavSirebiT?

pirveli problema isaa, rom oTaxSi Sekrebili Wkviani xalxis garkveuli nawili ar miiCnevs, rom Wkviani xalxi oTaxis gareTacaa. maT hgoniaT, rom iseTi Wkvianebi arian, yvelafers SeZleben, yvelaferi gaTvlili aqvT da maTze ukeTes ideas sxva veravin warmoadgens. aseTi tipis adamiani ubralod ver gaigebs am koncefcias, radgan is darwmunebulia, rom pasuxi yvelaferze aqvs.

meore problema isaa, rom zogierTi maTgani ar endoba oTaxis gareT myof xalxs. miiCnevs, rom zedmetad bevri oponenti hyavs, romlebic oTaxSi SemuSavebuli gegmisa Tu wamowyebis sabotaJis garda arafers gaakeTeben. anu zogierTi oTaxSi myofi piri marTalia aRiarebs, rom gareT namdvilad aris uamravi Wkviani adamiani, magram arasandod miiCnevs.

mesame problema isaa, rom bolo xanobamde Zalian Zneli iyo oTaxis gareT myofi Wkviani xalxis gamovlena. Tumca, dRes viTareba Seicvala. internetma da mobilurma telefonma ise gaaiola komunikacia, rom gegmisa Tu sxva wamowyebis ganxorcielebaSi CarTvis msurvel nebismier pirTan dakavSireba axla ukve myisierad SeiZleba. bolos da bolos, ioli gaxda kiTxvebis dasma. kuriozulia da bevri jer ver mieCvia am SesaZleblobis gamoyenebas.

meoTxe problema mdgomareobs simorcxveSi. oTaxSi myofi zogierTi piri SeiZleba fiqrobdes, rom Tu ar icis, ra unda gaakeTos da daxmarebisTvis sxvisi azris Ziebas iwyebs, sxvebi amas sisusted an gaunaTleblobad CauTvlian. roca didi xnis win - 90-ian wlebSi - saqarTveloSi Camovedi, garSemo yvela profesionalizmis naklebobaze laparakobda. did xans ar mesmoda am winadadebis azri. mere, rogorc iqna mivxvdi, rom es niSnavda situacias, roca vinme iseT samsaxurs Soulobda, romlis movaleobis Sesrulebac mas ar SeeZlo, magram Tavs ise iWerda, TiTqos saqmes asianze akeTebda. roca adamians an adamianTa jgufs raime sakiTxis mogvarebas avaleben da is an isini am sakiTxze ideebs gTxoven, zogma maT es qceva SeiZleba uvicobad CauTvalos. sinamdvileSi uvicobaa is, roca aseT rames ar iTxov. ise, zogi namdvilad ver erkveva, Tu ra aris uvicoba da ra - ara.

garda amisa, weris problemac arsebobs. ioli araa werilobiT gamoxato is, rac ginda. magaliTad, Tu jgufi sazogadoebas raime konkretul sakiTxze ideebs sTxovs, magram es Txovna furcelze CaxlarTulad gadaaqvs, SeiZleba veravinac ver Cavides furclis boloSi da ver gaigos Tu ras sTxoven. yvelaferi mokled, martivad da gasagebi eniT unda gamoixatebodes furcelze. am problemis naTeli magaliTia kanonSemoqmedebiTi saqmianoba. davuSvaT, kanonSi xinji gamoavlines da xalxs ainteresebs, ra saxis cvlileba Tu axali kanoni mzaddeba amasTan dakavSirebiT. araa gamoricxuli, rom moulodnelad kanonis ramdenime proeqti gamoCndes da Sesabamisad aravin iyos azrze, Tu romeli proeqtia ZalaSi. amasTan, kanonproeqtebi xSirad Zalian grZeli da rTulia; cota Tu xvdeba raSi gansxvavdebian isini arsebuli versiisgan. nebismieri kanonis 95% esaa masSi gamoyenebuli sityvebi - iseTi sityvebi, romlebic sxva kanonebSic unda jdebodes. samwuxaroa, roca iuridiuli ena da samarTlebrivi harmonizacia mTlianad faravs xolme im azrs, risTvisac es kanoni arsebobs. amitom, yvelaze kargi dawyebaa martivi gancxadeba, romelic ori sityviT axsnis im mizezs, Tu ratom unda moxdes kanonis Secvla Tu axali kanonis miReba. mxolod sxvadasxva Sexedulebis Segrovebis, maTi safuZvliani ganxilvisa da Semajamebeli daskvnebis dadebis Semdeg SeiZleba hqondes azri uSualod kanonSemoqmedebiT saqmianobaze gadasvlas.

zogjer oTaxSi myofi xalxi Cqarobs xolme, an sTxoven, rom iCqaros, an Tavs ise iWers, TiTqos Cqarobs. amis gamo sxvebisTvis ideebis mowodebis Txovnas ver aswrebs. yovel SemTxvevaSi, ase gveubnebian. garda amisa, gayalbebac xdeba xolme, magaliTad, dainteresebul mxaresTan urTierTobis etapze. dainteresebuli mxare aris xalxi, romelsac donori usmens xolme wesiT, magram sinamdvileSi ar ainteresebs, Tu ras ityvis es mxare. erTi egaa, rom donori valdebulia angariSSi daweros, rom mousmina maT. dainteresebul mxares iSviaTad awvdian xolme sakmaris informacias imis Sesaxeb, Tu ris Sesaxeb ekiTxebian azrs. oTaxis gareT myofi Wkviani xalxisgan kargi ideebisa da sxva daxmarebis realurad misaRebad oTaxSi myofi nebismieri piri unda iyos mzad am axali ideebis gamosayeneblad. realoba isaa, rom dainteresebul mxareebTan SexvedrisTvis yvela mniSvnelovani gadawyvetileba ukve manamdea xolme miRebuli. yovel SemTxvevaSi, me Cemi gamocdilebidan vlaparakob.

rogorc xedavT, mravali mizezi arsebobs imisaTvis, rom oTaxSi myofma xalxma oTaxis gareT myof xalxTan SedarebiT ufro Wkvianad miiCnios Tavi da gegmisa Tu wamowyebis Sesaxeb gadawyvetilebebi arsobrivi ganxilvebis gareSe, mxolod TviTon miiRos. mokled, oTaxSi myof xalxs SeiZleba ar unda daaviwydes is mizezebi, Tu ratom aris kargi sxvisi rCevebis miReba. ai, magaliTad: xalxs ufro metad moewoneba saboloo Sedegi, Tu ecodineba, rom am SedegSi masac miuZRvis wvlili; xalxs siamovnebs, roca rCevas sTxoven; saboloo Sedegi Cveulebriv yovelTvis ukeTesi gamodis Tu gare xalxis rCevebic iqneba gaTvaliswinebuli. wina wlebis viTarebasTan SedarebiT, dRes es ufro xSirad xdeba xolme. imedi viqonioT, rom procesi gagrZeldeba da CvevaSi gadava.

tako
01 აპრილი 2013 13:46
ძალიან კარგია ბატონო მარკ. მომეწონა ეს განხილვა
DINO_ZAUR
06 მარტი 2013 13:44
ძალიან საინტერესო და კარგი მიმოხილვაა. მაგრამ ავტორი აშკარად "ერთ ადილს ათამაშებს" (ვინმემ აუხსნას ქართულად რას ნიშნავს ეს), მთელი სტატია ლოგიკურ დასკვნებს ემყარება, მაგრამ ბოლოს მაინც ცაურთო ტკბილი სიტყვა ახალი მთავრობის მისამართით :)). ნუ ეს ძალიან გამაღიზიანებელიც არ იქნებოდა, წინა მთავრობის მიმართაც იგივეში რომ არ ყოფილიყო შემჩნეული...

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები