დროა, USAID ღია გახდეს
დროა, USAID ღია გახდეს
USAID აშშ-ის მთავრობის შემადგენელი ნაწილია. ის ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მუშაობს. მისი საქმიანობაა ამ ქვეყნების განვითარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. საქართველოში USAID -მ ახლახან ქ. ვაშინგტონის (უფრო ზუსტად, ბეთესდის) ერთ-ერთ კომპანიას რამდენიმემილიონი ბიუჯეტის მქონე 5-წლიანი გრანტი გამოუყო მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში USAID-ის პროექტები შეაფასოს. მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა! დავანებოთ თავი იმას, რომ ეს საქმე სხვაგვარადაც გაკეთდებოდა. რა, საქართველოში დაილია კომპანია, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია? საქართველოში დაფუძნებული კომპანია უკეთესად ვერ
შეძლებდა პროგრამების ეფექტურობის შეფასებას? ამას რად სჭირდებოდა ქ. ვაშინგტონის წრიულ გზატკეცილთან USAID -ის ყოფილი უფროსი მენეჯერების ჯგუფის მიერ დაფუძნებული ფირმა? ეს შეფასებები ჩვენთვის თურმე საიდუმლოებაა, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მალავენ ხოლმე. საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების უმეტეს ნაწილში ინფორმაციას უფრო იოლად მოიპოვებ, ვიდრე USAID -ში. არადა,
ღია საუბრები ძალიან კარგი იქნებოდა როგორც საქართველოსთვის, ისე USAID -ისთვის.

სისტემა, რომელსაც USAID იყენებს, ისეა მოწყობილი, რომ სპობს ყოველივე იმის განხილვის საშუალებას, რომელიც მათ მიერ წარმოებული დაფინანსების მიზანშეწონილობას ეხება. საუბარია ფინანსებზე, რომელიც საქართველოსთანა ქვეყნისთვის ძალიან მასშტაბურია. ამიტომ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ადამიანს გაუკეთებია ფული USAID-ისგან ან მიიღებს მას მომავალში. ახლა ერთ რამეს გაგიმხელთ: როცა 1993-2004 წლებში NDI -ზე ვმუშაობდი, ჩემს ხელფასს USAID-ის ფულით მიხდიდნენ. ამჟამად "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (თI) თავმჯდომარე ვარ. ჩემი ორგანიზაცია გრანტს ისეთი ორგანიზაციებიდან მოიპოვებს, რომლებიც ფულს თავის მხრივ USAID-ისგან იღებენ. თუმცა, პირადად მე თI-ისგან ფული არ გამიკეთებია და არც ვაკეთებ. ისე, რახან ვახსენე, იმას, რასაც ვამბობ, არა თI-ის, არამედ ჩემი შეხედულებებია, რა თქმა უნდა. მოკლედ, 2004 წლიდან მე USAID-ისგან ფული არ მიმიღია.

მოკლედ, USAID უნდა გაიხსნას. საქართველოს საზოგადოებას უფრო მკაფიო იდეა უნდა შეექმნას იმის შესახებ, თუ რას აფინანსებს USAID. არა მგონია, ეს ჩაკეტილობა გამოწვეულია პოლიტიკით, კორუფციითა თუ USAID-ის მიერ ამა თუ იმ გრანტის მიმღების მფარველობით. საქმე გაცილებით უფრო მარტივად უნდა იყოს და ალბათ ეფექტურობის პრობლემას ეხება.

USAID-ის ფული სესხი არაა და ამიტომ საქართველოს მთავრობას არ უწევს მისი უკან დაბრუნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ USAID დაბალი სტანდარტით ხელმძღვანელობს, ვიდრე ისეთი სესხის ორგანიზაციები, როგორიცაა მულტილატერალური ბანკები. ცხადია, ეს საქართველოს მთავრობის პრობლემა არაა. საქართველოს მთავრობა კმაყოფილია USAID-ის ნებისმიერ ფინანსურ დახმარებაზე და არ აღელვებს, რომ ფულის დიდი ნაწილი სინამდვილეში იფლანგება. ქართველი ჟურნალისტები USAID-ს და მის საქმიანობას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ის არსებით ზეგავლენას უმეტესწილად ვერ ახდენს. მოკლედ, ეს პრობლემა ამერიკულია, ვიდრე ქართული. პრობლემაზე და მის გამოსწორებაზე პასუხისმგებელი ის ამერიკელები არიან, რომლებიც უცხოურ და მათ შორის საქართველოს დახმარებას უჭერენ მხარს. USAID-ის ფულის არსებითი ნაწილი ისეთი ამერიკული ორგანიზაციების ქისებში მიდის, როგორიცაა მაგალითად, ზემოთ ნახსენები ორგანიზაცია, რომელიც ხუთი მილიონის სანაცვლოდ 5 წლის განმავლობაში USAID -ის პროგრამების შეფასებას აპირებს.

რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში, როგორც ხდება, ამ პრობლემას პრობლემა უნდა დაერქვას. ყველა, ვისაც კი ვიცნობ და თან შეხებაში ყოფილა USAID-თან, სულ ამ პრობლემაზე ლაპარაკობს შინაურულ საუბრებში. თუმცა, თვითონ USAID-ს არ ეტყობა, რომ გარედან რაიმე შეხედულებების მიღება და გათვალისწინება ანდა ღია განხილვების რაიმე პლატფორმის შექმნა სურს. მას აშკარად არასწორი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ნახო, ყველგან ერთიდაიგივე სურათია: USAID ყველგან ყველაფრის მცოდნეა, იცის რა ხდება და რა მოხდება, მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც თვითონ გადაწყვეტს. სინამდვილეში ის არ აკეთებს "საქმეს" და არც "პროგრამები" აქვს. ის მხოლოდ ფულს გასცემს. ის ძალიან დიდი და ბიუროკრატიულია, რომ რაიმე კონკრეტულის გაკეთება შეძლოს. ის დონორია და არა _ საქმის გამკეთებელი. ის უკეთეს დონორად უფრო უნდა იქცეს, ვიდრე მიდიოდეს და თავისი გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად ვაშინგტონის ძვირ ფირმებს ქირაობდეს და შემდეგ ამ სამუშაოს ეფექტურობის გასარკვევად თავის ყოფილ თანამშრომლებს ირჩევდეს. უკეთესი იქნებოდა USAID-ს თავისი ფინანსები გარკვეულ მცირე ნაწილებად დაეყო და ისინი ქვეყნის მცოდნე ადამიანებისა და ორგანიზაციების იდეების დასაფინანსებლად დაეხარჯა. ახლანდელი ხელმძღვანელობის ხელში USAID ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებს სავარაუდოდ უკვე დგამს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება და გაგრძელდება.

USAID ფიზიკურად ძალიან იზოლირებულია. ის თბილისის ცენტრიდან მოშორებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზეა განთავსებული და შესაბამისად ძალიან ძნელია იქ შესვლა. მისი თანამშრომლები ტერიტორიას იშვიათად ტოვებენ. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად იშვიათად მინახავს ისინი თბილისის ცენტრში მას შემდეგ, რაც გლდანის გზაზე გადასახლდნენ. მათი ოფისი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ბიზნესი კეთდება ქალაქში, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე ანდა _ კიდევ უფრო უკეთესი _ ქუთაისში. მოკლედ, იზოლაციის მწვავე პრობლემა აქვთ. ლოგიკით, მათ ამ იზოლაციის შემცირება სჭირდებათ, სინამდვილეში კი საპირისპიროს აკეთებენ. ისინი პარტნიორების შეხვედრებს მხოლოდ მოწვევის საფუძველზე ატარებენ, რომ ხელმძღვანელობა იმ ხალხს ელაპარაკოს მხოლოდ, ვისაც აფინანსებს. რატომ არ შეიძლება ისეთი ღია შეხვედრის ჩატარება, სადაც ხალხს იოლად შეეძლება შესვლა? ეს ხომ უფრო იოლი და ნაკლებად ნაძალადევი იქნება, ვიდრე გრანტის მიმღებთა დავალდებულება იმაში, რომ ყველაფერზე USAID-ის ლოგო დააკრან.

იდეისა და მისი განხორციელების განცალკევება არასწორი გზაა. ამის მიზეზია ის შეხედულება, რომ დემოკრატიისა თუ ეკონომიკის აშენება იგივეა, რაც გზის ან ხიდის აშენება, თანაც ისე, რომ არა აქვს მნიშვნელობა, მოსწონთ თუ არა მშენებლებს ეს გზა თუ ხიდი. იმ სექტორებში, რომელშიც USAID მუშაობს, ასე შენება არ გამოდის. USAID ქმნის ბიზნესებს, რომლებსაც არ აინტერესებთ თავიანთი საქმიანობა ანდა მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც USAID-ს სურს და ამიტომ მის კეთილგანწყობას ინარჩუნებენ. არადა, უკეთესი იქნებოდა განსხვავებული იდეების მატარებელი სხვადასხვა ჯგუფის დაფინანსება, რომ გაკეთდეს ის, რაც იმ ხალხს აწუხებს. როგორც ნებისმიერი სახის შერჩევის დროს ხდება, კონკურენტული წინადადებების შერჩევას ანუ ბიდინგსაც (ცომპეტიტივე ბიდდინგ) აქვს თავისი ტვირთი, რადგან დღეისათვის ამ გზით წარმოებს USAID-ის საქმიანობა. ასე არ უნდა ხდებოდეს! ეს აშშ-ის მთელი მთავრობის მიდრეკილება და პრობლემაა, რაც განვითარებისა და სოციალური ცვლილების სფეროში განსაკუთრებით საშიშია.

საჭიროა უფრო გრძელი პერიოდი და ნაკლები დოკუმენტური პროდუქტის (დელივერაბლე) დათქმა. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის მთავრობა კონტრაქტირების, ბიდინგისა და აუტსორსინგის გზით ახორციელებს თავის მიზნებს, არაა გამორიცხული, რომ ამ მიდგომამ USAID-იც წალეკოს. დიახ, კონგრესი USAID-ს მოქმედებისკენ უბიძგებს. დიახ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯესი ჰელმსმა USAID სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენელ ნაწილად აქცია. დიახ, დემოკრატმა ვიცე-პრეზიდენტმა ალ გორმა მთელ მთავრობას მოახვია დოკუმენტური პროდუქტების მიხედვით საქმიანობის წარმართვის წესი. როგორც ჩანს, USAID-მ ყოველივე ეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სრულად აითვისა და თავის კულტურაშიც კი დანერგა.

დოკუმენტური პროდუქტების მიხედვით საქმიანობის წარმართვას გარკვეული აზრი შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს გზისა თუ ხიდის მშენებლობის დროს, მაგრამ ეს მიდგომა ნამდვილად არ გამოდგება დემოკრატიისა თუ ეკონომიკის მშენებლობის დროს. USAID-ის პროგრამასა და რაიმე ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ გაუმჯებესებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია. გრძელ პერიოდზე ზოგადი მიზნების ჩამოყალიბების დროს დიდი მოქნილობაა საჭირო, რომ რაიმე სწრაფად გამოჩენილი შესაძლებლობა სწრაფადვე არ დაგისხლტეს ხელიდან. ისე, შესაძლებლობის არსიც სწორედ ესაა _ მოდის და მიდის მოულოდნელად. თუ გარდაქმნის გზაზე მავალ ქვეყანაში თქვენს დაგეგმვასა და განხორციელებას შორის სამწლიანი დაცილებაა, მაშინ ჯობია რაღაც შეცვალოთ.

დაბოლოს, იყავით უფრო გამჭვირვალე. საკმარისი არაა უბრალოდ პი-არ ტექსტისა და წარმატების ისტორიების გამოქვეყნება. საჯარო გახადეთ საპროექტო დოკუმენტაცია, მიღებული საგრანტო განაცხადები, ბიუჯეტები, ანგარიშები. შემდეგ კი შექმენით ფორუმი, სადაც ხალხს შესაბამის საკითხზე თავისი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცემა. ეს გაცილებით უფრო იაფი და მაღალი ხარისხის შეფასება იქნება, ვიდრე წელიწადში მილიონი დოლარის ხარჯვა. და თუ კი ამის გაკეთების შიში არსებობს, ბუნებრივია დაისმის კითხვა _ "რატომ?".
Tamuna
16 მაისი 2013 16:58
მართალია სტატიის ავტორი. აბა სთხოვეთ USAID-ს პროექტის ბიუჯეტი თუ გეტყვიან. ყველაფერზე ამბობენ საიდუმლოაო. ისე, მაგათი დაფინანსებული პროექტები მართლა ფორუმებზე რომ იხილებოდეს, საერთოდ აღარ მისცმემდა კონგრესი USAID-ს დაფინანსებას.
Tornike martali
12 აპრილი 2013 00:06
კომენტარების წკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საქართველო ვერ გაბრწყინდება :)
patrioti
02 აპრილი 2013 15:07
Irakli - იდეა მაქვს საინიციატივო ჯფუფი შევქმნათ და გამოვააშკარაოთ საიდან იღებს USAID დაფინანსებას.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები