ვის ხელშია კვიპროსი და საქართველო
ვის ხელშია კვიპროსი და საქართველო
მათ, ვინც ბოლო რამდენიმე კვირა შეიძლება სხვაგან იყო და ჯერ არ შეუტყვია ეს ამბავი, ვეტყვი, რომ კვიპროსი სრულ ფინანსურ რღვევას განიცდის. ეს რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. ჯერ ერთი, ევროკავშირისა და ევროზონის წევრობის მიუხედავად, კვიპროსის კანონები და წეს-ჩვეულებები მშვენიერ პირობებს ქმნის ბანკებში ფულის ანონიმურად, კერძოდ, შუალედური შალითა კომპანიების (“shell companies”) საშუალებით დასაბანდებლად. ამის გამო, კვიპროსს ბევრი ისეთი უცხოელი შეეჩვია, რომელსაც თავისი ქვეყნიდან ფულის გატანა და ანონიმურად შენახვა სურდა.

აბა გამოიცანით, ასეთი ფულიანი ხალხი
რომელ ქვეყანაში გვხვდება ხშირად? რა თქმა უნდა, რუსეთში. წარმატებული ბიზნესის წყალობით გამდიდრებულ ადამიანებს, რომლებიც კერძო საკუთრების საკმაოდ საიმედოდ დამცველ ქვეყნებში ცხოვრობენ (აშშ, ევროკავშირის დიდი ნაწილი, ინდოეთი, ბრაზილია), ჩვეულებრივ პრობლემა არა აქვთ, რომ მათ სიმდიდრეს ყველა ხედავს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მთავრობა არ მივა მათთან და
ფულს არ ააწაპნის. მათგან განსხვავებით, მილიონებით სავსე ჯიბეები რუსეთში პრობლემაა, რადგან ეს ფული კრემლის ავტორიზაციით იქნა გაკეთებული ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ნავთობის, გაზისა თუ სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სადაც ფული ფაქტიურად პირდაპირ მიწიდან ამოდის ანუ ბევრი არაფერია საჭირო ფულის გასაკეთებლად. როგორც ვიცით, რუსეთში კერძო საკუთრება სუსტადაა დაცული და რუსულ ბანკებში არავინ დებს მილიონებს, რადგან ეს უმალ იქცევს ყურადღებას. ამიტომ იოლი მილიონების დიდი ნაწილი ფულის გათეთრების სპეციფიკურ მარშრუტს გადის: ჯერ რუსეთიდან ვითომ საერთაშორისო შალითა კომპანიების ანგარიშებზე ირიცხება, შემდეგ კი - ხან უკან რუსეთში როგორც ვითომ უცხოური ინვესტიცია, ხანაც კიდევ სად არა.

საერთო ჯამში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ სამუშაო დღეს რუსები ასეთ კომპანიებში ას მილიონ აშშ დოლარს რიცხავდნენ, რის შედეგადაც კვიპროსის ბანკებში უზარმაზარი რაოდენობის ფული დაილექა. საჭირო იყო მისი სადმე დაბანდება. უმეტესად ეს იყო ბერძნული ობლიგაციები მაღალპროცენტიანი დივიდენდებით. თუმცა, ამ სქემამ კარგად ვერ იმუშავა და ახლა წესით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა დაფაროს ეს დავალიანება იმ ბანკების მიმართ, რადგან საბერძნეთის ბანკებს ამის გაკეთება აღარ შეუძლიათ. თუმცა, ეს სცენარი ევროპის ცენტრალურ ბანკს ძალიან არ ეხატება გულზე, რადგან მიიჩნევს, რომ ამით მხოლოდ რუსი ოლიგარქების ჯიბეებზე ზრუნვა გამოუვა. ამიტომ სინამდვილეში არაფრის გადამხდელი არაა. ამის გამო კრემლი კბილებს აღრჭიალებს და რუსეთის ურთიერთობები ევროპასთან, კერძოდ, გერმანიასთან საგრძნობლად გაცივდა. ასეთ სიტუაციებში კრემლი ნამდვილ თუ სავარაუდო საერთაშორისო არასამთავრობოებზე იყრის ხოლმე ჯავრს (მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთზე"). ეს მას ტრადიციად ექცა. უგზავნის ხოლმე მათ პროკურორებს, საგადასახადო ინსპექტორებს და კიდევ ვის არა. მოკლედ, ასეთი ქცევით რუსეთი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. სხვა რამეზე ყურადღების გადატანის ასეთი უნაყოფო მცდელობები თავის მხრივ ევროკავშირსაც აღიზიანებს კიდევ უფრო მეტად.

რა მნიშვნელობის მატარებელია ეს მოვლენები საქართველოსთვის (იმის გარდა, რომ კმაყოფილებას განვიცდით ოლიგარქების დაკარგული ფულის გამო კრემლის მიერ დამსახურებულად განცდილ სირცხვილთან დაკავშირებით)?

საქართველო სხვა ქვეყნების საგადასახადო ორგანოებს არიდებული ფულის სეიფი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შალითა კომპანიაა შემოსული და შესაბამისად ბევრი საშუამავლო საქმიანობაა მათთან დაკავშირებული.

ევროკავშირი ასეთ საქმიანობებთან დაკავშირებით წესების გამკაცრებას აპირებს. კერძოდ, მან შალითა კომპანიებით მოსარგებლე ქვეყნებს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობები შეიძლება დიდად გაურთულოს. ამ დროს მნიშვნელობა არ ექნება იმას, საგადასახადო თაღლითობები უშუალოდ ამ ქვეყნებში ხდება თუ არა.

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ნეოლიბერალიზმის შირმით და შესაბამისი სამთავრობო აქტების არარსებობის წყალობით შეძლებულ ხალხს შალითა კომპანიებში ფულის დამალვა ყველანაირად გაუიოლეს. სხვა რეგიონებთან შედარებით, საკუთრების უფლებები საქართველოში საკმაოდ მყარადაა დაცული და ახალი რეჟიმის პირობებში სიტუაცია შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილი კვლავ შალითა კომპანიების ანუ გაურკვეველი საბოლოო მფლობელების ხელშია. გრძელვადიან პერსპექტივაში და შიდა ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისითაც ასეთი ანონიმური ეკონომიკური საქმიანობა ქვეყნისთვის ყველა შემთხვევაში საზიანოა. დღეს საქართველოს ძალიან კარგი მომენტი აქვს საბოლოო მფლობელების ვინაობის დაფარვის საწინააღმდეგო კანონების მისაღებად. ძალიან მალე იგივეს გააკეთებს ევროკავშირი. გამჭვირვალობის დაწესებით საქართველო ბევრ პრობლემას მოხსნის: ამერიკელებს და საქართველოს ეცოდინებათ, რომ ესა თუ ის ინვესტიცია შესაბამისად ირანული ან რუსული არაა ანდა არ წარმოადგენს უცხოეთში გათეთრებული ქართული ფულის რეინვესტიციას საქართველოში. მოკლედ, ამ ნაბიჯით საქართველო მიმზიდველ საერთაშორისო რეპუტაციას შეიქმნის.

როგორც ხდება ხოლმე, კვიპროსის თემას მალე სხვა მოვლენები გადაფარავს ახალ ამბებში. სამაგიეროდ, ასევე მალე გამოჩნდებიან ბიუროკრატები ბრიუსელიდან (ევროკავშირი), ფრანკფურტიდან (ევროპის ცენტრალური ბანკი) და ვაშინგტონიდან (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მისადაგების მომაბეზრებელ სამუშაოს შეუდგებიან. ცხადია, ეს კარგი პერიოდი იქნება იმისათვის, რომ საქართველომ თვალი მიადევნოს მოვლენებს და გამოიყენოს როგორც სასარგებლო ისე გამაფრთხილებელ მაგალითად.

ra mnishvneloba aqvs
10 აპრილი 2013 16:59
ვინაა ეს კაცი ...მართალს კი წერს ,ვეთანხმები აბსოლუტურად
დათო
08 აპრილი 2013 20:55
მთავარია ინვესტიციები შემოვიდეს და ჩვენთან ჩვენი კანონები დაიცვან, დანარჩენი მე პირადად არ მადარდებს, ეგ რუსეთის და სხვა ქვეყნების პრობლემაა.რაც შეეხება ევროპის უაზრი კანონებს ჩემი აზრით ნათლად გამოჩდა მათი უარყოფითი მხარე კრიზისის დროს რომელის ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ევროპაში. თუ ჩვენთან ან კვიპროსში არ შემოვა ეგ ფული უკეთეს პირობებს პანამა შესთავაზებს და იქ წავა ამით რას მოვიგებთ?
ვახტანგი
08 აპრილი 2013 16:23
გამჭვირვალობა არ აწყობს მთავრობის წევრებს და დაახლოებულ ბიზნესმენებს. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ოფშორულ კომპანიებთან ბრძოლა

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები