პრივატულობა და კომპრომატები
პრივატულობა და კომპრომატები
შევარდნაძის დროს, როცა ხალხი მთავრობაზე მომუშავე პირების შესახებ იწყებდა ლაპარაკს, თემა ფაქტობრივად ყოველთვის კომპრომატები იყო. ეს სისტემური მოვლენა გახლდათ, ისევე, როგორც საგზაო პოლიციის მიერ სამსახურში მიღების სამაგიეროდ ფულის გადახდა და მოსახლეობისგან ფულის შეგროვება ზემოთ `ატკატების~ გასაგზავნად, და აგრეთვე საკუთარი გადახდილი ფულის ასანაზღაურებლად. ცოტა დრო დამჭირდა კომპრომატების იდეის სათანადოდ აღსაქმელად. მისი არსი შემდეგშია. მთავრობაში მყოფ კორუმპირებულ ხალხს (მიჩნეული იყო, რომ მთავრობაში ყველა ასეთი იყო) არ უნდოდა მთავრობაში ერთი პატიოსანი ადამიანის დაშვებაც
კი, რადგან მას ყველა დანარჩენის ზეობის დასრულება შეეძლო. ამიტომ საჭირო იყო ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ყოველ ახალბედას გუნდის განუყოფელ წევრად აქცევდა. ამისათვის ახალბედებს აიძულებდნენ, საკუთარი თავის მაკომპრომეტირებელი რამ გაეკეთებინათ, ბინძური თამაშით ეთამაშათ და საკუთარი ხელები დაებინძურებინათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რას გააკეთებდნენ. მთავარია, უნდა ყოფილიყო
კომპრომატი. აი, ასე გასვრილებს იღებდნენ მათ ბოსები და კოლეგები თავიანთ რიგებში, რის შემდეგაც ახალბედით გაძლიერებული გუნდი მეტი შემართებით შეუდგებოდა ხოლმე ფულის კეთებას, ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის რესურსების, დროისა და ნერვების ხარჯზე.
დღეს ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ. წვრილი კორუფცია ფაქტობრივად აღარ არსებობს ან ყოველ შემთხვევაში მისავათებულია. ზოგიერთმა საჯარო მოხელემ შეიძლება სამუშაო იმდენად კარგად ვერ შეასრულოს და სიზარმაცეც კი დაემართოს, მაგრამ ყველა მათგანი ფაქტობრივად პატიოსანია. თუმცა, პრობლემად რჩება, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს
სახელმწიფომ ინდივიდების ლოიალობა და არ დაუშვას გუნდის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის ჩაშვება თუ გადაგდება. თუ საზოგადოების რომელიმე "ნაგლი" წევრი საერთო ხაზიდან ამოვარდა, როგორ შეძლებენ სახელმწიფოს წარმომადგენლები მისთვის ადგილის მიჩენას ან მის გაჩუმებას? ეს ხომ ასე ხელსაყრელი იქნებოდა.
ამ რთული საკითხის გადაჭრაში ერთ-ერთ მხსნელად დროულად მოგვევლინა "იუთუბი" და საერთოდ მოწინავე ციფრული ჩაწერის ტექნოლოგია. სახელმწიფოს იოლად შეუძლია ნებისმიერი რამის ჩაწერა. რა თქმა უნდა, იმ ჩანაწერების 99% უსარგებლოა. მაგრამ მერე რა, მონაცემების შესანახად საჭირო დიდი მეხსიერებები ხომ უკვე რეალობაა.
თანაც, დარჩენილი 1% მართლაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს ისეთ საქმეებში, სადაც საჭიროა ზოგიერთებისთვის ადგილის მიჩენა და წინააღმდეგობის
შემთხვევაში - "გაშავება". რომელი მთავრობა გაუძლებს ასეთ ცდუნებას?
შევარდნაძის ერის ბოლო თვეებში, სადილზე საუბრის დროს ხალხი თავიანთ ტელეფონებს რთავდა, ბატარეებს აცალკევებდა და მაგიდაზე აწყობდა, რადგან ბატარეებიანი გამორთული ტელეფონი თურმე ხმების ჩაწერის უნარს ინარჩუნებდა. დიალოგის ერთი მხარის მიერ ტელეფონიდან ბატარეის ამოღება ფაქტობრივად ნიშანი იყო მეორე მხარისთვის, რომ მასაც იგივე ექნა, რადგან საუბარი კონფიდენციალური იქნებოდა. ახლა კი ისეთი შეგრძნებაა,
რომ ყველა საუბარს იწერს. შესაბამისი კანონმდებლობა მთავრობას ავალდებულებს, რომ სასამართლოსგან მიიღოს წერილობითი თანხმობა ვინმეს სატელეფონო საუბრის
ჩუმად მოსმენაზე თუ ჩაწერაზე. თუმცა, ნაცმოძრაობა ამ წესს არაფრად აგდებდა. იგივე ხდება დღესაც. შსს რასაც უნდა იმ მასალებს იღებს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებიდან. ნებისმიერ რამეს, ყველაფერს! ახლა უკვე აღარავინ იღებს ბატარეებს ტელეფონიდან - მიეჩვივნენ რეალობას.
კიდევ უფრო არასასიამოვნოა ის გარემოება, რომ ვერ გაიგებ ვის პასუხისმგებლობაში შედის ამა თუ იმ ინფორმაციის გაცემა. უცნაურია, როცა მხოლოდ ვიღაც ტიპი ხდის საჯაროდ რაიმე სატელეფონი საუბრის ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს და მხოლოდ ის ისჯება ამისათვის. მთავრობა, ვითომც არაფერიაო, ისე იქცევა, ან ისეთ ზოგად განმარტებას აკეთებს მასალის შესახებ, რომ გეგონება არაფერ შუაშიაო და ვიდეო თუ აუდიო ფაილები საჯარო სივრცეში აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდა.
ნებისმიერ ქვეყანაში წარმოებს მსგავსი საჭირბოროტო საკითხების განხილვა, კერძოდ იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ინფორმაციის შეგროვება შეუძლია სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების შესახებ. თუმცა, ვერც ერთ ქვეყანაში, რაც მე ვიცი, ვერ ბედავს სახელმწიფო აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სასურველი ინფორმაციის შეგროვებას და მის განსაჯაროვებას, როცა ამას საკუთარი თავისთვის თუ პოლიტიკური პარტიისთვის პოლიტიკურად საჭიროდ ისეთი პირი, რომელსაც ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება. თუმცა, იმის ნიშნებიც შეიმჩნევა, რომ ასეთი ვითარება შეიძლება შეიცვალოს. საუბარია შესაძლო ნაბიჯებზე. ოღონდ ცალკეულ პირთა შესაძლო ნაბიჯებზე, და არა - კანონმდებლოზე და მის აღსრულებაზე.
საქართველოს მოსახლეობა ამით იმდენად არაა შოკირებული, როგორც ეს შეიძლება სხვა ქვეყანაში დამართნოდათ. შეიძლება იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს
ძალაუფლება განუსაზღვრელი იყო. ინდივიდის მიმართ სახელმწიფოს ძალაუფლების ზღვრულობის შესახებ ყველაზე საინტერესოა მოსაზრებები და ნაწერები 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის დროს და მის წინა პერიოდში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავარი პრობლემა იყო ის, თუ როგორ შეიძლებოდა
სახელმწიფოს კიდევ უფრო გაძლიერება და მისი უფრო ეფექტური საქმიანობა. მხოლოდ ბოლო წლებში გახდა იოლი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიებით ინდივიდებზე იმხელა ძალაუფლების გამოვლენა, რომ ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად შეშფოთდა. ნამდვილად პათოლოგია და ძალაუფლებაში მყოფი ბევრი პირისთვის ჰიპნოტურია სპეციალური ტექნოლოგიებით ისეთი მცირე ფაილის შექმნა, რომლითაც მოქალაქეებს დააშანტაჟებ და საჯაროდ სირცხვილის ჭამის თავიდან
აცილების წილ ნებისმიერ რამეს გააკეთებინებ.
ეს უთუოდ ახალი ტოტალიტარული სახელმწიფოების გზაა. რა თქმა უნდა, დროა პარლამენტმა ამ პრობლემას მიხედოს და მიიღოს ამ ძალაუფლების შემზღუდავი კანონმდებლობა, ისე, რომ ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის მორჩილება ისწავლოს. თუმცა, დროა ასევე, რომ ცალკეულმა მოქალაქეებმა უფრო სერიოზულად შეხედონ ამ პრობლემას - მანამ, სანამ მათი ან მათი ოჯახების ან მეგობრების დრო არ მოვა.
კახა
21 მაისი 2013 10:28
ეს იგივე პირის თარგმნილია, ვინც წინა ბლოგებს თარგმნიდა? ძალიან უხარისხო ნამუშევარია. აზრის გამოტანა მიჭირს. აზრი უნდა თარგმნოთ და არა თითოეული სიტყვა. გუუგლის თარჯიმანი ხომ არ ხართ?

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები